All for Joomla All for Webmasters
მთავარი საზოგადოება რკინიგზის დეპარტამენტთან მოშიმშილეთა აქცია გრძელდება

რკინიგზის დეპარტამენტთან მოშიმშილეთა აქცია გრძელდება

  რკინიგზის დეპარტამენტთან რკინიგზის გურჯაანის თანამშრომელთა პროტესტი გრძელდება. პროფესიული კავშირების წარმომადგენლებთან ერთად, აქციის მონაწილეებმა ღამე კარვის გაშლა კვლავ სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. გურჯაანის რკინიგზის გაფიცული თანამშრომლების განცხადებით, ისინი მოლაპარაკებებისთვის მზად არიან და რკინიგზის ადმინისტრაციისგან კონკრეტულ წინადადებებს დღეს ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რკინიგზის გურჯაანში დასაქმებულმა ორმა თანამშრომელმა შიმშილობა დაიწყო. გუშინ, 15 აგვისტოს კი მოშიმშილეებმა თბილისში, რკინიგზის დეპარტამენტის შენობის წინ, კარვები გაშალეს, თუმცა საპატრულო პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენლების განცხადებით, შიმშილობის მიზეზი სამუშაო ადგილის ცვლილება და ამ პროცესთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაა.

უჩა ხვთისიაშვილი, ერთ-ერთი მოშიმშილე: პირველ აგვისტოს, საქართველოს რკინიგზის გადაწყვეტილებით, გურჯაანიდან თბილისი-მარნეულის რეგიონზე გადმოგვიყვანეს, თუმცა რკინიგზა არ უზრუნველყოფს ჩვენი ტრანსპორტირებისა და საცხოვრებლის ხარჯებს. ამ ცვლილებების შესახებ პირველ აგვისტოს, კომპანიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, ზეპირად გვაცნობეს და ტრანსპორტირებისა და საცხოვრებლის ხარჯების დაფარვა თავად  მოგვიწია.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურის უფროსმა, დაჩი ცაგურიამაც.  მან განაცხადა, რომ გურჯაანის რეგიონში რკინიგზის დაბალი დატვირთვიდან გამომდინარე აღარ არსებობდა იმ სამუშაოს საჭიროება, რასაც მუშები ასრულებდნენ. ამიტომ კომპანიამ გადაწყვიტა თანამშრომლების თბილისი-მარნეულის რეგიონში გადმოყვანა, რაც მუშებთან შეთანხმებული მოხდაო. მისივე თქმით, კომპანია უზრუნველყოფს მუშების ტრანსპორტირებასა და საცხოვრებელს და გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.

მუშები თავდაპირველ სამუშაო ადგილზე დაბრუნებას, ან აღნიშნული ხარჯების უზრუნვლყოფას მოითხოვენ და შიმშილობას აგრძელებენ. რკინგზელთა პროფკავშირის წარმომადგენელი ილია ლეჟავა ამბობს, რომ მოშიმშილე თანამშრომლებს, თბილისში, სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, გაათავისუფლებენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი