Home ახალი დამატებული რიყის ქვები წნევის წინააღმდეგ

რიყის ქვები წნევის წინააღმდეგ

20 second read
0
25

სულ მცირე ხნითაც კი რიყის ქვებზე ან კენჭებზე სიარული დადებითა მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამ დროს სისხლის წნევა მცირდება. ბევრს პლაჟზე ქვიშა მოსწონს და ქვების დანახვისას გუნება უფუჭდება, მაგრამ მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ რიყის ქვებსა და კენჭებს კარგი თერაპიული თვისებები აქვს.

ამ დასკვნამდე მივიდა ცნობილი ურულოგი ექიმი, ჯონ ფიშერი ჩინეთში მოგზაურობისას. ის და მისი კოლეგები დააკვირდნენ, რომ ბევრი ჩინელი, სპეციალურად ფეხშიშველი დადიოდა კენჭებზე. სამშობლოში დაბრუნებულებმა, ხელოვნური ქუჩა შექმნეს, რომელიც რიყის ქვებით მოკირწყლეს. მიიწვიეს 100 მოხალისე და ოთხი თვის განმავლობაში მათ აკვირდებოდნენ. ერთი ნაწილი ყოველდღიურად ხელოვნულ გზაზე დადიოდა ფეხშიშველი, მეორე კი – ფეხსაცმლით. ექსპერიმენტის დასრულებისას აღმოჩნდა, რომ ვინც ფეხშიშველა სეირნობდა, მისი ჯანმრთელობა სერიოზულად გაუმჯობესდა – წნევა დაურეგულირდათ, გუნება-განწყობა გაუუმჯობესდათ, ადვილად აღარ იღლებოდნენ.

მეცნიერები თვლიან, რომ ასეთი თერაპია განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს სჭირდებათ, რადგან წნევის პრობლემები ძირითადად ასაკის მატებასთან იჩენს თავს.

აღმოსავლეთის ქვეყნების მოსახლეობამ უძველესი დროიდან იცოდა ქვების სამკურნალო თვისებების შესახებ. მაგალითად, ჩინელებმა შესანიშნავად იციან, რომ ქვების არათანაბარ ზედაპირზე ფეხშიშველა სიარულის დროს ფეხისგულებზე არსებული, განსაკუთრებული წერტილების სტიმულაცია ხდება, რომლებზეც ბევრადაა დამოკიდებული ადამიანის სხვადასხვა ორგანოების ჯანმრთელობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *