თურქეთში ტერორისტების სამიზნე სულ უფრო და უფრო ხშირად ხდება. ამას წინათ საუბრის დროს კი, პრეზიდენტმა ერდოღანმა უცნაურად ახსენა ბათუმი. მან თქვა, რომ ძირშივე უნდა გავანადგუროთ საფრთხეები. ერთი წუთითაც არ უნდა დავივიწყოთ, რომ თურქეთის უსაფრთხოება არა ღაზიანთეფის, ჰათაის, ყარსის ან ართვინის პროვინციებში იწყება, არამედ სირიის ალეპოსა და იდლიბში, კვიპროსზე, ნახჭევანში, ბათუმში, ბალკანეთშიო. რისთვის დასჭირდა ამის გაცხადება თურქეთის პრეზიდენს? სამხედრო ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, თურქმა ახალგაზრდებმა მითხრეს, როცა ჩვენი პპრეზიდენტი ასეთ განცხადებებს აკეთებს,  გვიჩნდება განცდა, რომ ვართ დაჩაგრული ერი, რომელსაც პირველმა მსოფლიო ომმა ამხელა ტერიტორიები წაართვა, მაგრამ მომავალში ამ ტერიტორიების დასაბრუნებლად უნდა გავერთიანდეთ. ეს იწვევს ჩვენი ლიდერის გარშემო კონსოლიდაციის სურვილსო. ექსპერტის თქმით, ერდოღანი თავისი ქვეყნისთვის სწორად ირჯება.

“თურქეთმა ამ ბოლო დროს იმდენი მტერი გაიჩინა, რაც, მგონი, პირველი მსოფლიო ომის მერე მართლაც არ ჰყოლია, მათ შორისაა არა მხოლოდ ქვეყნები, არამედ პოლიტიკური და ეთნიკური ჯგუფები, რელიგიური ძალები, სხვადასხვა სტრუქტურა… სამწუხაროდ, რაც ხდება თურქეთში, ჯერ არ გაჩერდება. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ტერაქტები გახშირდება და დიდ ქალაქებს გასცდება. ტერორისტების გააქტიურება მოსალოდნელია ევროპაშიც. მშვენივრად ხედავენ ისლამისტები, რომ თუ დაეცა რაყა და მოსული, ისლამური ხალიფატის საქმე დამთავრებულია! შესაბამისად, ყველაფერს გააკეთებენ, რომ გადაიტანონ აქტიური საბრძოლო მოქმედებები ევროპისა და თურქეთის ტერიტორიაზე, რათა თურქებმა და ევროპელებმა აიძულონ მთავრობები, უარი თქვან “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლაზე” _ აცხადებს მამუკა არეშიძე.

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი