,,იმედგაცრუებული ბუკიკიო და…
ორი დღეა ქართული საინფორმაციო საშუალებები ნიშნისმოგებით ატრიალებს ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ბატონ ბუკიკიოს სიტყვებს: “ის იმედგაცრუებულია საქართველოს ახალი კონსტიტუციის პროექტით,” კონსტიტუცია ქვეყნის პასპორტია,იგი უნდა პასუხობდეს, როგორც დემოკრატიულ სტანდარტებს,ასევე გამოხატავდეს მოსახლეობის ინტერესებს, ისტორიულ ტრადიციებს,სამწუხაროდ საქართველოში არჩევნებში გამარჯვებულ და დამარცხებულ პარტიებს ჰგონიათ მათი ხედვით შედგენილი კონსტიტუციაა ყველაზე კარგი,გასაგებია ეს ყველაფერი,მაგრამ გამაგებინეთ ერთ მხარეზე პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები, მეორე მხარეზე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება რატომ არიან თავის მართლების რეჟიმში ბატონ ბუკიკიოსთან?…
ბატონებო, სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე შეურაცხყოფილი ვარ, რისთვის გინდათ კონსტიტუცია, თუ ქვეყნის პრესტიჟი, ღირსება მარტო ბუკიკიოს გადასაწყვეტი იქნება,ქართველ ხალხს,საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებს მოუსმინეთ და კონსესუს ასე მიაღწიეთ, თქვენი ქმედებით ნუ ამკვიდრებთ ჩვენში არასრულფასოვნების განცდას,როგორი დიდი კონსტიტუციონალისტიც არ უნდა იყოს ბუკიკიო, ის ვერასოდეს გაიგებს ჩვენს ტკივილს და სიხარულს…” _ აცხადებს პროფესორი სერგო ვარდოსანიძე. 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი