(ექსკლუზივი)

   მამისა ჯაფარაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია ,,სახალხო ტრიბუნები”-ს პრეზიდენტი:

_ საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა ბანკებისგან არის ,,გაშავებული”. ვინც არ არის მათ ,,შავ სიაში”, მას ბანკები უგზავნიან ესემესებს, ურეკავენ და ეუბნებიან, კიდევ წაიღე სესხი, დაგიმტკიცდათო. ამ საქმეში განსაკუთრებით აქტიურობენ ონლაინ- ბანკები. პირველად, ყველაზე დიდი ონლაინ- ბანკები იყო ,,ვივუსი” და ,,ნეტკრედიტი”, ახლა კი იმდენი ონლაინ-ბანკია, ვერ დათვლი. ყველა ონლაინ ბანკი არის მსხვილი ბანკების შვილობილი. მაგალითად ,,ვივუსი” არის ,,თი ბი სი ბანკი”-ს. ყველა ბანკს აქვს რამდენიმე ონლაინ ბანკი და გარკვეული სქემით ამუშავებს.

_ პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ალბათ იმიტომ ვერ შეძლო ონლაინბანკების გაუქმება. არადა, ხალხს შეპირდა. ბანკებთან ბრძოლა, როგორც ჩანს, მართლაც შეუძლებელია…

_ ძალიან კარგად იციან ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ ბანკების წინააღმდეგ ნაბიჯსაც ვერ გადადგამენ, მაგრამ ასეთი დაპირებებით ხალხს მაინც უქმნიან ილუზიას, თითქოს, მათ ემსახურებიან და არა მსხვილ, ფულიან ორგანიზაციებს. რა თქმა უნდა, ვერ ასრულებენ დაპირებებს და მერე იწყებენ თავის მართლებას, კერძო საკუთრებასთან ვერაფერს ვახერხებთო. კვირიკაშვილის ასეთი განცხადების შემდეგ უფრო მომრავლდა ინლაინ ბანკები.

საქმე იმაშია, რომ ონლაინ- ბანკი გაცილებით დიდი პროცენტს არიცხავს, ვიდრე მისი დიდი ბანკი. ასევე, ონლაინ ბანკები ადვილად გასცემენ კრეიტებს და ადვილადაც აშავებენ ადამიანებს. 200 ლარიანი სესხით, შეუძლიათ, ადამიანს ყველაფერი დააკარგვინონ, რაც გააჩნია.

_ როგორ, ესეც აგვიხსენით?

_ ერთ-ერთ მოქალაქეს (გვარს ვერ დავასახელებ) გამოტანილი აქვს 250 ლარი. ამ ეტაპზე, გადახდილი აქვს 2600 ლარზე მეტი და 600 ლარი კიდევ ვალი აქვს. გადაცილებულ დღეზე არიცხავს ბანკი პროცენტს. როცა შეაქვს გადასახდელი ტანხა, პროცენტი აკლდება და ძირი მაინც არ იფარება და მუდმივად არის ონლაინ-ბანკის მოვალე. გადავადებაზე ფულს ახდევინებენ ადამიანს და მერე, როცა შეაქვს ფული, ის თანხები მიდის მხოლოდ გადავადებისთვის, პროცენტი და ძირი უცვლელი რჩება.

არის ისეთი შემთხვევებიც, როცა მსესხებელმა სრულად გადაუხადა მიკროსაფინანსო ორგანიზაციას თანხა, მაგრამ მერე ისევ მოსთხოვეს ფული. ეუბნებოდნენ, გადასახდელი დაგრზა 2 ლარი და ეს იქცა  300 ლარადო. ამ ფორმით ბანკისგან დაზარალებულებიც ბევრნი არიან. მიკროსაფინანსები _ ,,ვივუსი”, ,,ნეტ-კრედიტი”, ,,ლენდო” … ყველაფერს კადრულობენ, ყველა საზღვარს სცილდებიან, ოღონდ ფული აკეთონ. ერთ-ერთ მოქალაქეს ჰქონდა 300 ლარიანი სესხი. გადავადებებში 900 ლარი ჰქონდა გადახდილი და ლარი არ ჰქონდა ჩამოკლებული პროცენტსა და ძირზე. უამრავი ადამიანია ამ დღეში ჩავარდნილი. თუ ონლაინ-ბანკიდან სესხი გამოიტანე და ერთი დღე დააგვიანე დაბრუნება, მას ვერასდროს ვეღარ დაფარავ.

_ გამოსავალი რაში მდგომარეობს?

_ არაფერში. აუცილებლად უნდა დაფარო სესხი და ბოლოს, აუცილებლად გამოართვა ბანკს დოკუმენტი, სადაც წერია, რომ დავალიანება აღარ გაქვს. ნებისმიერ ბანკში ასე უნდა მოიქცე, რადგან, ასეთ დროს შესაძლებლობა მოგეცემა, უჩივლო ბანკს და სასამართლოს წინასე შეეცადო სიმართლის დამტკიცებას. სხვა შემთვევაში, ბანკს რჩება ბერკეტი, რომ სადავო თანხა, ყოველდღიურად, კიდევ გაგიზარდოს. მოქალაქეებმა არ იციან ეს წესები და ამიტომ იღუპებიან.

_ ისიც გვითხარით, ონლაინ-ბანკიდან სესხის აღების შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცე, ასეთ ხაფანგში თავი რომ არ გაყო?

_  კარგად უნდა წაიკითხი ხელშეკრულება, რომელშიც გამიზნულად წერია ძალიან წვრილი შრიფტით. რომელი პუნქტიც არ მოგეწონებათ უნდა უთხრათ, ამას არ ვეთანხმები და თუ არ შემიცვლი, ხელს არ მოვაწერო. თუმცა, ხალხს სხვა გზა არ დაუტოვეს და ბანკის ყველა პირობას ხელს აწერენ. ეს არის ჩიხი, რომელშიც ხალხი შეგნებულად შეიყვანეს და ახლა, თავის დაღწევა უჭირთ.

 

 

 

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი