ბრიტანეთის ქალაქ კლაიტეროში Silverwoods-ის აუქციონზე ადოლფ ჰიტლერის 1935 წელს გამოცემული Mein Kampf-ის იშვიათი ეგზემპლარი იყიდება. წიგნის პირველ ყდაზე ნაცისტური გერმანიის დიქტატორის ხელმოწერაა. საწყისი ღირებულება 1000 ფუნტ-სტერლინგს შეადგენს.

მესამე რეიხში „ნაცისტურ ბიბლიად“ აღიარებული Mein Kampf აკრძალული ლიტერატურის ნუსხაშია შეტანილი, თუმცა Silverwoods-ის აუქციონის სახლის დირექტორმა ჯეიმს ტომსონმა აღნიშნა, რომ ამ წიგნით ხალხს უნდა ახსოვდეს, რას წერდნენ ურჩხულები.

„მაინ კამპფ“-ს მყიდველი აუცილებლად გამოუჩნდება, რადგან შესაძლოა ვიღაცას მართლაც აინტერესებდეს, როგორ წერდა კაცი, რომელმაც მსოფლიოში ამდენი ბოროტება ჩაიდინა“, – განაცხადა ტომსონმა.

როგორც ირკვევა, ეს წიგნი წლების განმავლობაში ბრიტანელი ჟურნალისტის და აქტივისტის, პიტერ კადოგანის ოჯახში ინახებოდა. კადოგანმა ადოლფ ჰიტლერთან დაახლოებულ პირს, იუნიტი მიტფორდს სთხოვა, ნაცისტური გერმანიის დიქტატორისთვის ავტოგრაფი ჩამოერთმია. წიგნის გაყიდვა კადოგანის შთამომავლებმა გადაწყვიტეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი