უახლოეს წარსულში კვერცხი არ ითვლლებოდა მნიშვნელოვან საკვებად, მას უკავშირებდნენ გულის შეტევის რისკებსაც, თუმცა თანამედროვე კვლევებმა აჩვენა, რომ მას საერთო არაფერია აქვს გულთან. ის კი არადა ძალიან საჭირო და სასარგებლო პროდუქტია. უნდა გაითვალისწინოთ, რომ კვირის ნორმად 3 კვერცხი ითვლება. ყველაზე სასარგებლო კი მოხარშული კვერცხია.

კვერცხი ძალიან სასარგებლოა თვალებისთვის. მისი ხშირი მირთმევა, თავიდან აგარიდებთ ყვითელი ლაქის ატროფიას, რადგან კვერცხი შეიცავს მკვებამ ლუტეინსა და ზეაქსანტინს. ეს ნივთიერებები გაცილებით მეტია კვერცხში სხვა პროდუქტებთან შედარებით. ასევე ამცირებს კატარაქტის რისკს. კვერცხი სხვა მინერალებსა და ანტიოქსიდანტებთან ერთად შეიცავს D ვიტამინს, რაც ხელს უწყობს ჯანმრთელი თმისა და ფრჩხილების ზრდას.

კვერცხი ტვინის კარგ ფუნქციონირებასაც უწყობს ხელს, რადგან ის შეიცავს ქოლინს, ნივთიერებას რომელიც არეგულირებს ტვინისა და ნერვული სისტემის მუშაობას. ის მნიშვნელოვანია ორსული ქალებისთვის, კვერცხი ნაყოფის ტვინის განვითარებაზეც დადებითად მოქმედებს, შესაბამისად ამცირებს ანომალიების რისკს.

არ დაგავიწყდეთ, რომ კვერცხი დიეტის დროს შეუცვლელია. ის პროტეინების წყაროა, რაც ავსებ ორგანიზმს მინიმალური კალორიების ხარჯზე.

კომენტარები
Загрузка...