უფლებადამცველმა და საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარემ, გიორგი თევზაძემ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს-  კახი კალაძეს წერილი გაუგზავნა და „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების ირგვლივ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა მოსთხოვა.
  “მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიცვალა კომპანია „გაზპრომთან” მოქმედი ხელშეკრულების პირობები – სომხეთში მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ტრანზიტის საფასური. როგორც ვიცით, უკვე წლებია მოქმედებს ტრანზიტის ხელშეკრულება და “გაზპრომის” მხრიდან იყო საუბარი, რომ მომხდარიყო ფინანსურ ანაზღაურებაზე გადასვლა. გაზის გატარების საფასურს დღეს საქართველო ბუნებრივი აირის სახით იღებს, რომელიც მთლიანი მოცულობის 10 %-ია. ახლა კი რეალურად შეიცვალა „გაზპრომთან“ ბუნებრივი გაზის ტრანზიტის პირობები და საქართველო „გაზპრომისგან“ მიიღებს ფულად ანაზღაურებას.
  ბრიფინგზე თქვენ განაცხადეთ, რომ საქართველო მიიღებს ანაზღაურებას საუკეთესო პირობებით, რაც არსებობს ამ სფეროში საერთაშორისო პრაქტიკით. მივესალმებით და მხარს დავუჭერთ ხელისუფლების ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ქვეყნის ინტერესების დაცვას. გაცნობებთ, რომ ამ საკითხის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ჩვენს მიერ მიმდინარეობს მისი შესწავლა და მასზე ვატარებთ საზოგადოებრივ მონიტორინგს, რომლის შედეგები გასაჯაროვდება მედიის საშუალებებით.
   ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, როგორც ამ სფეროში პოლიტიკური ხელისუფლების განმახორციელებული უწყების პოზიცია. გთხოვთ, შემჭიდროებულ ვადებში და სათანადო განმარტებით მოგვაწოდოთ შემდეგი წერილობითი ინფორმაცია:
  რამდენად ადექვატურია (თანაზომიერია) „გაზპრომიდან“ მისაღები ფულადი ანაზღაურების ოდენობა, ქართული მხარის მიერ დათმობილ 10%–ის საშუალო საბაზრო ღირებულებასთან?” _  აღნიშნულია გიორგი თევზაძის მიერ გაგზავნილ წერილში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი