euronews,ge- ში დაიბეჭდა ჟურნალისტ ნონა ნინიაშვილის  ფეისბუქპოსტი, სადაც ის აცხადებდა, რომ სიღნაღის მერიის კანცელარიაში მოქალაქის მიერ შეტანილი განცხადება, ერთ-ერთი მაღაზიის დახლზე იპოვეს. აღნიშნულ ნიუსთან დაკავშირებით გამოგვეხმაურა სიღნაღის მერის მოადგილე – მადონა ბატიაშვილი და გვითხრა:

,,გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს სიღნაღის მერიის კანცელარიიდან მოქალაქის მიერ ჩაბარებული განცხადების დედანი დაიკარგა და მაღაზიის დახლზე აღმოჩნდა, არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნული მოქალაქის განცხადების დედანი ინახება კანცელარიაში, ისევე, როგორც სხვა დანარჩენი დოკუმენტების დედნები, რომელიც შემოდის მერიაში.

გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს მერია მოქალაქეებს სათანადოდ ვერ ემსახურება, მიმართული ადგილობრივი თვითმმართველობის დისკრეტიტაციისა და ღირსების შელახვისაკენ. დაინტერესების შემთხვევაში ნინიაშვილს შეუძლია მობრძანდეს მერიაში და ნახოს დოკუმენტის დედანი”.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი