საზოგადოება

“რა მინა ახლა სანტაია რომ გთხუო, დიდ ბევრს აფერს არ გთხოვ…” _ გურულის წერილი სანტას

სანტაია, მერამდენეთ გწერ ამ წერილს კაცმა არ იცის. მაჯა მეტკინა ამდენი წერილის ნაწერი, თვარა ავტორუჩკას და მელანს არ ვჩივი:

ხოდა, რა მინდა ახლა სანტაია რომ გთხუო თუ იცი? დიდ ბევრს კაფერს კარ გთხოვ; რომ წამოხვალ ლაპლანდიიდან, შენს გაზდას და გახარებას, შეიარე ნემეციაში და “მარტინიე ბაუერი” ჩამომიყვანე ჩემი სანტაიე თუ ხარ.

რაც მაი კაცი გააქციეს აქიდან, მას მერე კაცმა წესიერი ჩაი ხომ ვერ დავლიე; ამ ლიპტონის ჩაის ნასვამი მუცელი მიყურყულობს და ქი დავდივარ ასე გატრიკინებული,მარა მარტო ჩას ვინ ჩივა, ჩაის ბუჩქთან ახლოსაც ვერ ვიარები შიშით; მეშინია მგელი არ მომაზუკუტურდეს ზრუგზე.

ხოდა მაგიზა მინდა მაი კაძახი აქანე რომ ჩამომიცუნცულო, ეგება ქი ააღორძინოს აი გაპარტახებული ჩაის ბუჩქი.

ხო კიდო, სანტაია, რა მაქ მიორე სურვილი თუ იცი; – ჩერეზ პოსტსაბჭოთა სივრცით თუ წამოხვალ და თუ გექნა მაგ მარხილში ადგილი, ბელგოროდის შიფერი წამომიძღვანიე და მეტი მადლი არ გინდა.

არ გთხოვდი ამას, მარა ამასწინდელმა ქარმა სახს სახურავი გადახადა და რა ვქნა არ ვიცი; არა, მთავრობამ, აუგს ვერ ვიტყვი, კი მომცა ჯეშტი გადასახურად, მარა იმფერი სიფრიფანაა, პაწა მაგარი ხოშკეკალი რომ მევიდეს, სკვაზნოის გეიტანს, და წვიმაში რომ ეცემა ჯეშტზე წვიმის წვეთები, ისე რახუნობს მაი ჯეშტი, ბალიშზე კაცს თავი არ დამადობია…

კაი აბა სანტაია, ვამთავრებ ამ წერილს ახლა მე და, თუ მოგისთა ჩემთან ფეხი და შეძელი მაგ ყველაფრის მოტანა, მერე მე ვიცი შენი პატივისცემა;

გაგტკლიცავ კი მუცელზე ამ ოჟონთხო ადესას ნასვამი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close