ბათუმის აეროპორტში ფრენები ორმა ახალმა ავიაკომპანიამ დაიწყო. ყაზახურმა Sunkar Air-მა დღეს ალმათი-ბათუმის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. ზაფხულში Sunkar Air ფრენებს ყოველ პარასკევს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

22 ივნისს, ავიაკომპანიამ Fly Dubai დუბაი-ბათუმის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. ზაფხულის სეზონზე ავიაკომპანია ფრენებს კვირაში სამჯერ სამშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს შეასრულებს.

ავიაკომპანია Fly Dubai ქართულ საავიაციო ბაზარზე 2011 წელს შემოვიდა. დღემდე ავიაკომპანია ფრენებს მხოლოდ დუბაი-თბილისის მიმართულებით ახორციელებდა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი