Home საინტერესო რა იყო ევროპაში წასასვლელად საჭირო ადრე და რა არის ახლა?

რა იყო ევროპაში წასასვლელად საჭირო ადრე და რა არის ახლა?

23 second read
0
44

ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტმა საბოლოოდ დაუჭირა მხარი უვიზო მიმოსვლას საქართველოს მოქალაქეებისთვის. სიხარულის ტალღამ მეტნაკლებად გადაიარა და სკეპტიკოსებიც გამოჩნდნენ, რომლებიც ამბობენ, რომ არანაკლებ რთული იქნება ვიზალიბერალიზაციის პირობებში საზღვრის გადაკვეთა.

რა შეიცვალა რეალურად? მოდით, გავარკვიოთ.

რა იყო საჭირო ადრე

  1. იღებდით ცნობას სამსახურიდან ხელფასის შესახებ;
  2. იღებდით ბანკიდან ბოლო თვეების ამონაწერს;
  3. იღებდით ბანკიდან ანაბრის ცნობას, რისთვისაც სასწრაფოდ უყრიდით თანხას თავს;
  4. იღებდით ორ ფოტოსურათს (რომელშიც, რა თქმა უნდა, ცუდად “გამოდიოდით”)
  5. იღებდით პასპორტის ასლებს;
  6. იღებდით სამოგზაურო დაზღვევას;
  7. ავსებდით აპლიკაციის ფორმას, რომელშიც პასუხობდით უამრავ შეკითხვას;
  8. ჯავშნიდით სასტუმროს (სასურველია ტურისტულის ბეჭდით);
  9. ჯავშნიდით თვითმფრინავის ბილეთებს (არ ყიდულობდით, რა იცი რა ხდება);
  10. ნიშნავდით საკონსულოში ან სერვისცენტრში მისვლის თარიღს;
  11. მიდიოდით აღნიშნულ ცენტრში და დგებოდით რიგში;
  12. იხდიდით რაღაც ოდენობის თანხას (35-150 ევრო);
  13. აბარებდით საბუთებს;
  14. ელოდებოდით პასუხს 7-21 დღე;
  15. მიდიოდით პასპორტის წამოსაღებად ან იხდიდით მოტანაში ფულს;
  16. საბოლოოდ ყიდულობდით თვითმფრინავის ბილეთს.

რა არის საჭირო ახლა

  1. დაბრუნების ბილეთის ჩვენება (რაც ისედაც გაქვთ);
  2. ამონაწერი ბანკიდან, რომ უკაპიკოდ არ მიდიხართ;
  3. სამოგზაურო დაზღვევა (რაც ასევე ისედაც უნდა გქონდეთ, თუ ათი თავი არ გაქვთ);
  4. სასტუმროს ჯავშანი (5 წუთში ამობეჭდავთ booking.com-დან რამე ჯავშანს).

გაადვილდა თუ არა ევროპაში მოგზაურობა – თავად გადაწყვიტეთ.

on.ge

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In საინტერესო

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

e3

პირდაპირი ეთერი

  

e3

e3