როგორ უნდა დავიცვათ ყური სმენის დაქვეითებისგან, როგორ მოვიქცეთ, თუ ყურში მწერი შეგვიძვრა და რას იწვევს ძლიერი ხმაური სინამდვილეში –
ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრის “ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკის” დირექტორი, პროფესორი, აკადემიკოსი  შოთა ჯაფარიძე უმნიშვნელოვანეს რჩევებს გვაძლევს, თუ როგორ უნდა მოვუაროთ ყურს სხვადასხვა ასაკში, განსაკუთრებით კი ჩვილებში…

– რატომღაც ბევრ დედას ჰგონია, რომ ხშირად უნდა გამოიყენოს ჰიგიენური, ბამბის ყურსაწმენდი. ძალიან კარგია ეს ყურსაწმენდი რომ გამოვიდა, მაგრამ ყურში თუ გოგირდის საცობები არ არის, მაშინ ყურსაწმენდი არ გვჭირდება. ოდნავ უნდა გავწმინდოთ ყურის შესასვლელი. თვეში ორჯერ ყურსაწმენდის გამოყენება სრულიად საკმარისია… ზოგიერთი დედა წარა-მარა იყენებს და თანაც ყურში ძალიან ღრმად მიდიან, რაც საჭირო არ არის. ყურადღება უნდა მიაქციონ ბავშვს როგორ ესმის. ურთიერთობაში გამოიკვეთება და თუ ბავშვს სმენის პრობლემა აქვს, მაშინ პოლიკლინიკაში კი არა, სპეციალიზებულ დაწესებულებაში უნდა მიიყვანონ, სადაც საფუძვლიანი კვლევა ხდება… ჩვილი რომ წამოიზრდება ყურის მოვლა წმენდა ისევ თვეში ორჯერ და არაღრმად უნდა გაგრძელდეს.
ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის და უცხოელების დახმარებით, საქართველოში მოხერხდა სამშობიარო სახლებში სმენის სკრინინგი… ამით ვადგენთ, ხომ არ აქვს ბავშვს შიდა ყურის პათოლოგია. თუ პათოლოგია გამოიკვეთება, ვნერგავთ ძალიან ძვირადღირებულ იმპლანტს, რათა ბავშვი ყრუ-მუნჯი არ დარჩეს. მთავარია, დროულად მოხდეს პათოლოგიის გამოვლენა…

საერთოდ, არამარტო ბავშვი, ყველა ასაკის ადამიანი უნდა ზრუნავდეს ყურის ჯანმრთელობაზე. ყველა ასაკის ადამიანი უნდა მოერიდოს ძლიერ ხმაურს, ე.წ. მაღალ დეციბელებს. საქართველოს რესტორნები, დისკოთეკები, ღამის კლუბები ამ მხრივ ძალიან სახიფათოა… აყრუებს და ზოგჯერ ისეთ დაზიანებას იწვევს, რომლის აღდგენაც შეუძლებელია. განსაკუთრებით რთულ დაზიანებებს იწვევს ხანშიშესულ ადამიანებში! ხშირად მოსულა ჩემთან პაციენტი და უთქვამს, რესტორანში დინამიკის მხარეს ვიჯექიო და რომ გამისინჯავს, იმ მხარეს სმენა ნული ყოფილა… რესტორნების მესვეურებთან ბევრჯერ მივსულვარ თხოვნით, მუსიკა ძალიან მაღალ ხმაზე არ ჟღერდეს, მაგრამ არავითარი შედეგი ჩემს გაფრთხილებას არ მოჰყვა.

mshoblebi

–  ბანაობის დროს როგორ უნდა ყურს მოვლა სხვადასხვა ასაკში?
–  ბევრს ჰგონია, რომ ბანობის დროს ყური დიდხანს უნდა ხეხოს… შხაპს რომ ვიღებთ და თავზე წყალს ვისხამთ, ყურის ნიჟარები უნდა გადმოვკეცოთ და შესასვლელი დავფაროთ, წყალი რომ არ ჩავიდეს. თუ ჩავა, ამაშიც არაფერია საგანგაშო. თავს გადმოვაბრუნებთ და წყალი გადმოვა. შემდეგ პირსახოცი რამდენზეც შედის ყურში, იმდენზე გავიმშრალებთ… ზედმეტი წმენდით ზოგჯერ ყურში ინფექციები შეაქვთ, განსაკუთრებით სოკოვანი დაავადებები, რომელიც შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს… ირონიული იუმორით რომ გითხრათ, ოტორინოლარინგოლოგებმა ძეგლი უნდა დავუდგათ ყურსაწმენდებს. რაც ეს ყურსაწმენდები გამოვიდა, დაახლოებით სამჯერ-ოთხჯერ იმატა პაციენტთა რიცხვმა.
მეცოდება ეს ხალხი და ამიტომაც ვაფრთხილებ!

–  ხშირად მშობელს აქვს შიში, რომ ბავშვს ყურში მწერი არ ვშეუძვრეს… 
–  საბედნიეროდ, ფაროსანა ყურში ვერ შეძვრება, რადგან დიდია, თორემ ყველაზე მეტად დღეს ეგ მწერია მოდებული საქართველოში… ადამიანს თუ ყურში მწერი ჩაუძვრა და აწუხებს, ყურში სპირტი უნდა ჩაისხას. ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ყურის ბარაბნები მთელია. სპირტი დაათრობს ან მოკლავს მწერს, შემდეგ მივა ექიმთან და ამოიღებს… გამორიცხულია, ადამიანს ძილში ჩაუძვრეს და ვერ მიხვდეს. მწერი თავის საცეცებით იმდენად აუტანელი რამეა და ისე ფართხალებს, რომ მაშინვე დისკომფორტს იგრძნობს… ბავშვს იმით შევამჩნევთ, რომ ხელს ძალიან ხშირად წაიღებს ყურისკენ. პატარას იქ მიაქვს ხელი, სადაც ტკივა და აწუხებს… ბავშვსაც შეგვიძლია ყურში სპირტი ჩავასხათ და შემდეგ ექიმთან მივიყვანოთ. დედამ უნდ იცოდეს ყურის ბარაბნები არის თუ არა მთელი, რისი დადგენაც დღეს ძალიან ადვილია.

წყარო:mshoblebi.ge

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი