შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი:

„საპატრიარქოში ნებისმიერი სახის და ფორმის გადატრიალება საკუთარი ეკლესიური საჭეთმპყრობლის მოსაყვანად, ეკლესიის რეიტინგის დაცემა და მის მიმართ უნდობლობის გაჩენა, ღვთისმსახურებში შიდა დაპირისპირების გამძაფრება და მათი პოლიტიზაცია აწყობს მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს. დღემდე მან იყიდა, დაიმონა და პრივატიზაცია გაუკეთა საზოგადოების ყველაზე ამპარტავან ფენებს, სახელმწიფო ხელისუფლების ყველა შტოს, ბიზნესსა და ეკონომიკას გლობალურად, პოლიტიკას და მასმედიას თითქმის მთლიანად. ახლა დარჩენილია ერთადერთი, პატრიარქად ასევე მისი მონა ფიგურის გაყვანა, რაც ამ ბოროტების ხანგრძლივი პოლიტიკური ბატონობის გარანტია იქნება. შესაბამისად, ის რაც ხდება დღეს საპატრიარქოში, მოფიქრებულია ნიცშესთან მებრძოლი ივანიშვილის თავის ქალაში და განხორციელებულია მისი ეგრეთწოდებული სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მიერ. ვპირდები მათ, შორს არაა დრო როდესაც ეს ბანდა ამ ცოდვაზეც უმკაცრესად აგებს პასუხს“.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი