ფსიქოლოგი, ჯანა ჯავახიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს სტატუსს, რომელიც გარდაცვლილ დედა-შვილს შეეხება:

„აღმოჩნდა, რომ დედა-შვილს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ და ვინც ამ საქმეში ჩახედულია, კარგად ესმის, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის, დენის გადაჭრისა და ულუკმაპურობის პირობებში ბევრად უფრო რთულია გადარჩენა, ვიდრე ჯანმრთელებისთვის.

კვლევების თანახმად, საქართველოში ფსიქიკური დაავადების მქონე ადამიანების ოჯახები სამჯერ უფრო ღარიბები არიან, ვიდრე სხვები. ეს ბათუმის შემთხვევა ავლენს მთელი ჩვენი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემის უუნარობას: სოციალური სამსახური რომ ჯეროვნად მოქმედებდეს, შესაბამისი ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები რომ არსებობდეს – მაგალითად, მობილური გუნდები, სავარაუდოდ, დენის გადაჭრის პირობებშიც კი ეს ადამიანები გადარჩებოდნენ, მაგრამ რომელ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების არსებობაზე ვილაპარაკოთ, როცა რაც მიღწეულია ამ უკანასკნელ წლებში, იმასაც ანგრევს სახელმწიფო – ზოგადი პროფილის კლინიკებში ფსიქიატრიული განყოფილებების დახურვისა არ იყოს. სამარცხვინოა!“

შეგახსენებთ, რომ ენრგო-პროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ადასტურებენ, რომ მისამართზე, სადაც გარდაცვლილი დედა-შვილი იპოვეს დენის მიწოდება დავალიანების გამო 26 იანვარს შეუწყდათ. დედა – შვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 115 -ე მუხლით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თქმით, გარდაცვლილები სამართალდამცველებმა სახლში იპოვეს. უბედური შემთხვევა ინასარიძის 14 ნომერში მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, ოჯახი რამდენიმე დღე არ გამოჩენილა რის შემდეგაც ისინი სამართალდამცველებს დაუკავშირდნენ. მეზობლების ინფორმაციით, დედა შვილი გაიყინა, რადგან ელექტროენერგია რამდენიმე დღეა არ მიეწოდებოდათ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი