Home ახალი დამატებული “რაც თქვა დავივიწყებთ, თუ მიწისქვეშა “ბორდელებს” აკრძალავენ და მფარველებს დაიჭერენ”

“რაც თქვა დავივიწყებთ, თუ მიწისქვეშა “ბორდელებს” აკრძალავენ და მფარველებს დაიჭერენ”

22 second read
0
20

   ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ანალიტიკური მდივანი, ნინო მეტრეველი აცხადებს, რომ პრემიერის საუბარი მასზედ, რომ  მიწისქვეშა ბარებში შესვლა მამაკაცებსაც უნდა შეეძლოთ, არის ჭირიკნობა და ასეთ განცხადებებს ქვეყნის ხელმძღვანელი არ უნდა აკეთებდეს.

ნინო მეტრეველი:

“პრემიერმა კვირიკაშვილმა დღეს კიდევ შეძლო ჩვენი გაოცება-აღშფოთება. მან თქვა, ერთ-ერთ ბარში, სადაც არასრულწლოვნების პროსტიტუციაა, კაცებს არ უშვებენო. შე კაი კაცო, თუ ხელისუფლებამ, მით უმეტეს პრემიერმა იცის, რომ თბილისის ცენტრში ბორდელია, თან არასრულწლოვნების, ამაზე მთავრობის სხდომაზე კი არ უნდა ჩიოდეს, მათი მფარველები უკვე გისოსებში უნდა ჰყავდეს მოქცეული. მაგრამ არა! შეხედეთ როგორ მოგვაწოდა პრობლემა! მარტო ქალებს უშვებენ და ეს ანტიდისკრიმინაციული კანონის დარღვევააო. მერე რაღაც სადღეგრძელო მოაყოლა, რაც ხდება ქართველი კაცები ვერ მოითმენდნენ და იმიტომო…

რად უნდა ამას ამდენი ჭორაობა და ვითომ ეროვნული მუხტის ამუშავება-თამაში?! მისი ლოგიკით კაცები უნდა შეუშვან, რომ მერე ,,იმათ ვერ მოითმინონ რაც იქ ხდება“ და ატეხონ ერთი ამბავი.

ეს პრემიერისა და ხელისუფლების ხელმძღვანელის განცხადება კი არა, სოფლის ბირჟაზე რომ ჭორაობენ კაცები, ისეთი ნათქვამია. არასერიოზული და დანაშაულებრივი განცხადება გაააკეთა პრემიერმა, მაგრამ ამას დავივიწყებთ, თუ დღესვე, იმ ,,ბორდელებს“ აკრძალავენ და მათ რეალურ მფარველებს დაიჭერენ, თან ტელევიზიით გვაჩვენებენ (ასეთი ბარებად და სალონებად წოდებული ბორდელების არსებობაზე მთელმა საქართველომ იცის, მაგრამ რა?!). მე ვფიქრობ, ეს უფრო იაფფასიანი პიარი იყო, არაკვალიფიციური “პიარშიკის” მიერ მიწოდებული. ამდენი პრობლემა არის ქვეყანაში, შიმშილით იხოცებით, მაგრამ ნახეთ როგორი ეროვნულ-პატრიოტული ხელისუფლება ვართო… ზედმეტად მძიმე მდგომარეობაშია ხელისუფლება. როგორც ჩანს,  ყველა რესურსი ამოწურეს. არა მგონია, რამე ეშველოთ.”

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *