ამოვიდა ყელში უკვე გირგვლიანზე ლაპარაკი, თავზე გემხობათ ქვეყანა და თქვენ აგრძელებთ, როგორც პატეფონები გირგვლიანზე ლაპარაკს, რაღა დროს გირგვლიანია, საქართველო დაგეღუპათ უკვე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “რუსთავი2”-ს გადაცემა ”განსხვავებულ აქცენტებში” განაცხადა.

კითხვაზე, იყო თუ არა გირგვლიანის საქმეში ბრალდებულების შეწყალება პოლიტიკური შეცდომა, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ გირგვლიანის სიკვდილი იყო ტრაგედია, მაგრამ აღარ აპირებს ამ თემაზე ლაპარაკს.

“გეყოთ თქვენც და ყველასაც. ამოვიდა ყელში უკვე გირგვლიანზე ლაპარაკი, თავზე გემხობათ ქვეყანა და თქვენ აგრძელებთ, როგორც პატეფონები გირგვლიანზე ლაპარაკს, რაღა დროს გირგვლიანია, საქართველო დაგეღუპათ უკვე, ყველა მეცოდება, მაგრამ ყველაზე მეტად ახლა მეცოდება ქართული სახელმწიფო”, -განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ვაზაგაშვილის თემა არ არის ქართული სახელმწიფოებრიობის თემა.

“ვაზაგაშვილის თემა არ არის ერთი მემილიონედი იმ მნიშვნელობის, როგორც ქართული სახელმწიფოებრიობის თემა და არ ვაპირებ ამ თემების ერთ დონეზე დაყენებას. სამი თვის ბავშვი მოკლეს და რაღაც არ ვახსენებთ. ეს ხალხი გვეუბნება რამეს? დანაშაული ყოველდღე იმატებს, აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ვენდეტის მკვლელობა დაიწყო. არანაირი სიმპათია არ მქონდა დოდო გუგეშაშვილის მიმართ, მაგრამ რა უბედურებაა? ეს როგორ შეიძლება დაუშვას სახელმწიფომ? არც ერთ პოლიციელი აღარ ანრძევს თით, რადგან იცის, რომ აღარა გვყავს სახელმწიფო”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ის იღებს პასუხისმგებლობას, რომ პირველად მრავალი საუკუნის განმავლობაში შექმნეს ქართული სახელმწიფო.

”მე, მიხეილ სააკაშვილმა, პირველად ჩემს მეგობრებთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად მრავალი საუკუნის განმავლობაში და ამ მასშტაბით ალბათ დავით აღმაშენებლის შემდეგ, პირველად შევქმენით ქართული სახელმწიფო. ამაზე ვიღებ პასუხისმგებლობას. ამას, როგორც დავით აღმაშენებლის დროს მოყვა ის, რომ ვიღაც მოკლეს, ვიღაც არასწორად დასაჯეს .. კი, მერე? დავით აღმაშენებლს აღმაშენებელი ეწოდა რამდენიმე საუკუნის შემდეგ, მანამდე წაშალეს ისტორიიდან მისი მახსოვრობა, ზედმეტად მკაცრი იყოო. მე არც მასშტაბებით ვედრები და არც სიმკაცრით მითუმეტეს, მაგრამ არსებობს დიდი რაღაც და ეს დიდი რაღაც არ უნდა დაგვიბინდოს წვრილმანმა ინტრიგებმა. მე არ ვამბობ, რომ ადამიანის სიკვდილი არის ინტრიგა, მე ვიძახი რაც ამას მოყვა, მთელი პოლიტიკური მანიპულაცია, ეს უკვე ინტრიგაა. უბედურება ხდება, ტრაგედია ხდება, ყოველთვის იდეალური რეაქცია არ იყო, ზოგჯერ ძალიან ცუდი რეაქციაც იყო, მაგრამ მთავარ პაუხისმგებლობას ვიღებთ – ჩვენ შევქმენით ქართული სახელმწიფო”,- განაცხადა სააკაშვილმა.

1tv.ge

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი