Home ახალი დამატებული რატომ წვავდნენ გურულები ქრისტეშობის მარხვის შემდეგ ცამეტ შაშვს?

რატომ წვავდნენ გურულები ქრისტეშობის მარხვის შემდეგ ცამეტ შაშვს?

20 second read
0
23

გურულები, ახალი წლის დღესასწაულზე თხილის ნედლი შტოდან საგანგებოდ თლიდნენ ჩიჩილაკს, რომელსაც დღემდე ,,ქართულ ნაძვის ხესაც’’ უწოდებენ.  ჩიჩილაკი ქრისტიანულ სიმბოლოს უკავშირდება, კერძოდ, წმინდა ბასილი დიდის სახელს. 14 იანვარი, ძველი სტილით ახალი წელი, სწორედ წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღეა. გურიაში ჩიჩილაკს ,,ბასილის ფაფუკ წვერებსაც’’ეძახდნენ, საახალწლოდ გამომცხვარ ნამცხვარს კი ,,ბასილის პურს’’ უწოდებდნენ. ნათლისცემის წინა ღამეს ჩიჩილაკს აუცილებლად წვავდენენ და სჯეროდათ, რომ გასული წლის უსიამოვნებებს მისი ფერფლი წაიღებდა. ტრადიციის მიხედვით, დღესაც სწორედ ნათლისღებამდე უნდა აიღოს ოჯახმა საახალწლო ,,ნაძვის ხე’’.
ერთი კვირით ადრე ემზადებოდნენ გურიაში კალანდის შესახვედრად. სულხან-საბა წერს, რომ კალანდა წლის თავია, ,,რომელთა იმძნიანო’’. მძნა თავის მხრივ ,,ბოროტად დათქმაა’’. ამიტომ კალანდასაც შესაშური სიუხვით ხვდებოდნენ: იკვლებოდა საკალანდოდ, საგანგებოდ გასუქებული ღორი, ქათმები, ინდაური, ბატი თუ იხვი; იზილებოდა ღომი, ცხვებოდა კეცის მჭადები და ჭყინტყველიანი ხაჭაპურები, უტკბილესი ნაზუქები; კეთდებოდა საცივი. დედები და ბებიები გადანახულ ჩურჩხელებსა და ჩირებს სწორედ მაშინ გამოამზეურებდნენ, ამას თან ემატებოდა გურული ღვინო და ეწყობოდა საკალანდო ტაბლა. შემოვიდოდა კალანდა და ხასანბეგურა და კრიმანჭულიც დაიგუგუნებდა. პირველი სადღეგრძელო გურულ ოჯახში მშვიდობისა იყო.
ბედობასაც თავისებური სახელი ჰქონდა – ფერხვა. ფეხადი ამ დღეს მარცვალს უყრის შინაურ ფრინველს და ზედ აყოლებს – ასი დედალი, ასი მამალი, ასი მისი მოჩხოროზიო (ანუ სხვაშინაური ფრინველი). 
ქრისტეშობის მარხვის შემდეგ ხსნილიც თავისებური იყო. გურიაში, კეცზე ღვეზელთან ერთად მასში ჩარჭობილი ცამეტი შაშვი იწვებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *