ნაკლებს შვედმა მეცნიერებმა ბოლოს და ბოლოს გაარკვიეს მიზეზი, რომლის გამოც მამაკაცები ქალებთან შედარებით საშუალოდ 7,5 წლით ნაკლებს ცოცხლობენ. 1600 პენსიონერის გამოკვლევით დაადგინეს, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენლებთან სწორედ Y ქრომოსომის დაკარგვა ახდენს გავლენას არა მხოლოდ მამაკაცთა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, არამედ ონკოლოგიურ დაავადებათა აღმოცენებაზეც. კვლევებით გაირკვა, რომ თუ Y ქრომოსომის დანაკარგი გარკვეულ დონეს აჭარბებს, მამაკაცები გაცილებით ადრე ასრულებენ სიცოცხლეს. მოგეხსენებათ,ქრომოსომები უჯრედის ბირთვშია მოთავსებული. მათში თავმოყრილია მემკვიდრული ინფორმაცია. სწორედ ამ ინფორმაციის შენახვის, რეალიზაციისა და გადაცემის ფუნქცია აქვთ ქრომოსომებს. ქალებს ორი X ქრომოსომა აქვთ, მამაკაცებს კი – ერთი X და ერთი Y ქრომოსომა. როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, მეცნიერთა განცხადებით, Y ქრომოსომა ქალის X ქრომოსომის მუტაციის შედეგია და აღმოცენების მომენტიდანვე დეფექტური ქრომოსომის როლს თამაშობს

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი