საინტერესო

რატომ უნდა ჰქონდეს სამზარეულოში ყველა დიასახლისს ბროწეული?

ბროწეული ორგანიზმს რეაბილიტაციაში ეხმარება, ამიტომაც მისი ნატურალური წვენის მიღება სასურველია სისხლნაკლულობისა და ოპერაციის შემდგომ პერიოდში. მისი  მოტკბო და ამასთანავე მომჟავო ნაყოფი მდიდარია გლუკოზითა და ფრუქტოზით. ბროწეული მდიდარია B,P და სხვა ღირებული მინერალებით, მათ შორის კობალტითაც, რაც ასევე მნიშვნელოვანია სისხლისთვის.

ბროწეულის ყიდვისას არ დაგავიწყდეთ, რომ საუკეთესო ის ნაყოფია, რომელმაც ყვავილობა ზაფხულში მოასწრო, რადგან ამ შემთხვევაში მან შედარებით დიდი რაოდენობით მიიღო მზის სხივები.

სასურველია, ბროწეული ხშირად გამოიყენოთ  სალათებში, ნიგვზიან კერძებში… ის პროდუქტს სილამაზესთან და არომატთან ერთად, ვიტამინებით გაამდიდრებს და ჯანმრთელობისთვის უფრო სასარგებლოს გახდის.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close