დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი. ის აცხადებს:

_ ჩააქრეს შუქი!(სა\თვალთვალო კამერებიც?)მკვლელი ადის მე -13 სართულზე, შუქი არ არის და სადარბაზოში ბნელა! აღებს(ან უღებენ) კარს! შედის და მაყუჩიანი იარღით კეფის და თავის მიმართულებით(საკონტროლო გასროლა)კლავს ჯერ შვილს, შემდეგ დედას ესვრის გულმკერდის არეში და გამორბის მკვლელობის ადგილიდან! (შუქი კვლავ არ არის)….მკვლელობის მოტივი -გოგოს გულისთვის ჩაიდინაო! გაჟღერდა ასეთი ვერსია და ,,მეგობარი,, ტელევიზიებიც ამ ვერსიას დღეში 10-ჯერ იმეორებენ! აგრეთვე იუწყებიან იმასაც, რომ მკვლელმა, სავარაუდოდ, ქვეყანის საზღვარი გადაკვეთა!(რა იციან რომ გადაკვეთა და თუ არ იციან- ე. ი ყურს გვიხედნიან ?)
ვინც დოდოს იცნობს, მის ოჯახში ასე ,,სასიყვარულო,, რაზბორკებზე,, სირბილს და მითუმეტეს ,,ქილერის,, მაყუჩიანი იარაღით ბლატაობას ვერ დაიწყებდა და მეორე და მნიშვნელოვანი-როგორც იმავე საინფორმაციო გამოშვებები იუწყებოდნენ-მკვლელი იდენტიფიცირებულია (შსს დაგვიდასტურაო) და რა ვერ გამიგია იცით?თუ იდენტიფიცირებული იყო-როგორ მოახერხა საზღვრის გადაკვეთა დაჭრილმა მკვლელმა?(სავარაუდოდ დოდომაც გაისროლა და დაჭრა)და ბოლოს….რატომ უნდათ, რომ მაინცდამაინც,,სიყვარული,,-ს ვერსია დააჯერონ ხალხს?იქნებ პოლიტიკური ,,სიყვარულია,, და ამიტომაც ჩააქრეს შუქი, რათა ვერავის ვერაფერი ვერ დაენახა?

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი