“ყველაზე საზარელი დღე, 20 იანვარი, მოუშუშებელი ტკივილი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ღრმავდება… უკვე ორი წელია აღარ ხარ ბოროტების ძალით, უფლის ნება არ ყოფილა, ასე წასულიყავი… არ ვიცი როგორ ვიჯერებ, როგორ ვეგუები, რომ ასე მოგისწრაფეს სიცოცხლე… ვერ გამოვთქვამ, როგორ გვაკლიხარ და როგორ გვტკივა სიმართლე მწარე, არ გვასვენებს დღიდან ღამემდე კითხვები: რატომ? რატომ მოგკლეს? რატომ არ არის გამოძიება ბოლომდე მიყვანილი? სად არიან დამნაშავეები? რატომ არიან ჯერ კიდევ დღის სინათლეზე? ჩვენთვის ცხოვრება აუწერელ ტკივილად იქცა, იარები დღითიდღე ღრმავდება უფრო და უფრო, დრომ მეტი კითხვა დასვა… მეგონა შენი საქმე ბოლომდე გაიხსნებოდა, დაისჯებოდნენ შემკვეთები….  შენი სიცოცხლე გვენატრება, წელში გამართული და ლაღი მენატრები, ის სოფელი, მამაჩვენისეული სოფელი მენატრება, სადაც ყველაზე მეტად ხარობდი, როგორ დაჰკანკალებდი ყველაფერს, როგორ გინდოდა სიბერე იქ გაგეტარებინა, ჩემო ჭკვიანო, გამორჩეულო, ძმაო!

 წუთისოფელი დაუნდობელი რომაა, ვიცით, მაგრამ შენთვის უფრო მძიმე აღმოჩნდა. ისე წახვედი, ღმერთსაც რომ არ უნდოდა, ისე… გვეჩქარება უფლის განაჩენი, ვერ ვწვდებით მის განგებას…გვინდა ყველა, და არა მხოლოდ ერთი, ვინც ეს საშინელება დაგეგმა თუ განახორციელა, დაისაჯოს, თორემ იმ ქვეყნად ჯოჯოხეთის კარიბჭე ისედაც ღიაა!” _ წერს ფეისბუქის გვერდზე მოკლული იური ვაზაგაშვილის და, მანანა ვაზაგაშვილი.  

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი