შორენა მარსაგიშვილი, ჟურნალისტი:

_ ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო, ერთი ძალიან საინტერესო ამბავი მინდა შეგატყობინოთ. ყაზბეგის რაიონის სოფელ აჩხოტს სასმელ წყალს უყიდიან. აუქციონი 10 მარტს ტარდება.
ეს ამბავი შემთხვევით გავიგეთ, რაიონის გამგეობამ თავიდან გვითხრა, რომ ისინი საქმის კურსში არ იყვნენ. გარემოს დაცვის სააგენტოდან კი გავიგეთ, რომ აუქციონი გამგეობის წერილის საფუძველზე ტარდება. წერილი გასული წლის აპრილშია გამოგზავნილი. წერილში ნათქვამია, რომ მოსახლოება ერთადერთი წყაროს გაყიდვაზე თანახმაა.
მოსახლეობამ ეს ამბავი მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გაიგო. საქმის კურსშია მოქმედი მაჟორიტარი – ქუცნაშვილიც. მან განაცხადა, რომ ამაზე პასუხს ვერ აგებს, რადგანაც ყველაფერი წინა მაჟორიტარის დროს გადაწყდა. ძველი მაჟორიტარი ამბობს, რომ არაფერი არ დაშავდება თუ წყარო გაიყიდება.
ვინ აპირებს ამ წყაროს ყიდვას და მის ჩამოსხმას ვერ დავადგინეთ. მოარული ხმების თანახმად ეს ბიზნესმენი ხარებავაა. ოფიციალურად, ეს ინფორმაცია არ ტარდება.
წყარო 25 წლის ვადით იყიდება.
მოსახლეობა სამხედრო გზის გადაკეტვით და აქციებით იმუქრება.

 „ევროინიუსი“-ს ინფორმაციით, ბიზნესმენმა ხარებავამ, ცხადია სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ხელისუფლებების ხელშეწყობით,  ბორჯომში, უამრავ მნიშვნელოვანი ტეროტორიები ჩაიგდო ხელში, ცხადია, „ჩალის ფასად“. მის საკუთრებას წარმოადგენს პარკის მიმდებარედ სასტუმრო „ქროუნ პლაზა“, სადაც ძირითადად ხელისუფლების წარმომადგენლები ისვენებენ.ცოლ-ქმარი ხარებავების ბოლო „ნადავლი“ ამ რეგიონში,  ბორჯომის გოგორდის წყლების ღია აბანოებია, რომელიც ბორჯომის პარკის ზედა მხარეს მდებარეობს. მათ ეს აბანოები ხანგრძლივი იჯარით გადაეცათ, რა თქმა უნდა, ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით.

 მათი სიმდიდრის ჩამოთვლა ახლა შორს წაგვიყვანს, თუმცა,  ბორჯომის წყალზე მაინც ვიტყვით რამდენიმე სიტყვას. ე.წ. პარკის გარეთ მდებარე ცივი ბორჯომის  წყალი ხალხისთვის განკუთვნილ მოცულობას წაგლიჯეს (ესეც ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით) და ახლა, მათი სასტუმროს ეზოში უმიზნოდ იღვრება. ეს ტერიტორია დაცულია და  რიგითი მოქალაქეების შესვლა იქ არის აკრძალული. აქედან გამომდინარე, ამ წყლით მხოლოდ და მხოლოდ დამსვენებლები სარგებლობენ. მოქალაქეებისთვის დარჩენილი ბორჯომის წყალზე კი, რომელიც წვეთობით მოდის, ისეთი რიგებია გაჭიმული, იქ, წყალი კი არა, ზაფხულობით, სიცოცხლე არ მოგინდება.  

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი