“გაზპრომთან” საქართველოს მთავრობის შეთანხმების ავ-კარგში გასარკვევად არანაირად არაა აუცილებელი, ენერგოგადაზიდვების ტექნიკურ ნიუანსებში ერკვეოდე. სრულიად საკმარისია, დასვა უმარტივესი კითხვა: თუ საქართველო არ დათანხმდებოდა “გაზპრომის” შემოთავაზებულ პირობებს, რას იზამდა რუსეთი საპასუხოდ? ამ კითხვაზე პასუხიც უმარტივესია: ვერც ვერაფერს და იძულებული იქნებოდა, კვლავ დათანხმებულიყო ძველ პირობებზე.

დიახ, ეს ასე იქნებოდა, იმიტომ, რომ

ა) ტრანსკავკასიური გაზსადენი არის სომხეთის გაზით მომარაგების პრაქტიკულად ერთადერთი წყარო და რუსეთი სომხეთს ვერცერთ შემთხვევაში ვერ დატოვებდა გაზის გარეშე.

ბ) ტრანზიტის ფორმების შეუთანხმებლობის გამო რუსეთი საქართველოს ომს ვერ დაუწყებდა.

გ) ტრანზიტის ფორმების შეუთანხმებლობის გამო რუსეთი ვერ წავიდოდა საქართველოსთვის დამაზარალებელ რაიმე სერიოზულ სანქციებზე (მაგალითად ფულადი გზავნილების შეჩერება ან რამე ამის ტოლფარდი), რადგან ეს თავად რუსეთს უფრო დააზარალებდა საერთაშორისო არენაზე.

დ) არ არსებობს არანაირი საერთაშორისო მექანიზმი, რომლის გამოყენებითაც რუსეთს შეეძლო საქართველოს დასჯა ტრანზიტის ფორმების შეუთანხმებლობის გამო.

და როდესაც ამ ვითარებაში საქართველოს მთავრობა მაინც თანხმდება ჩვენთვის უფრო ცუდ (აბა კარგი რომ ყოფილიყო, ხომ აქამდეც ათასჯერ დავთანხმდებოდით?) და რუსეთისთვის უფრო კარგ პირობებზე, რა უნდა ვიფიქროთ?

პასუხი აქაც უმარტივესია: კარგი არაფერი!” _ აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ზურაბიშვილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი