ამ უგემრიელესი კერძის სახელი მთიანი რაჭის ულამაზესი სოფელი შქმერიდან მომდინარეობს. კერძის მომზადება ძალიან მარტივია, თუმცა მისი პიკანტური გემო გულგრულს არც ერთ გურმანს დატოვებს.

კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

ქათმის ხორცი – 800 გრ. 
კარაქი – 50 გრ.
მაღალი ცხიმოვნების რძე – 300 მლ.
ნიორი – 5-6 კბილი,
დაფქული წიწაკა – გემოვნებით

მომზადების ეტაპები

.

.

.

.

  1. ქათამი კარგად გაასუფთავეთ და გარეცხეთ. შემდეგ მკერდის ძვლის გასწვრივ გაჭერით და მარილი მოაყარეთ.
    2. სქელძირიანი თუჯის ტაფაზე გაადნეთ კარაქი, დადეთ ქათამი (კანის მხრიდან) ზემოდან რამე სიმძიმე დაადეთ და ორივე მხრიდან კარგად დაბრაწეთ.
    3. შემწვარი ქათამი სასურველ ნაჭრებად დაჭერით და მოზრდილ კეცში მჭიდროდ ჩააწყვეთ.
    4. იმავე ტაფაში, სადაც ქათამი იწვებოდა, მოშუშეთ დაჭყლეტილი ნიორი. როგორც კი ნიორი ფერს შეიცვლის, დაუმატეთ რძე, მარილი, წიწაკა და 2-3 წუთი ადუღეთ.
    5. მზა სოუსი მოასხით კეცში ჩაწყობილ ქათმის ნაჭრებს და კიდევ 5 წუთით გახურებულ ღუმელში შედგით. კერძი სუფრასთან ცხელი უნდა მიიტანოთ. გემრიელად მიირთვით.
    შენიშვნა:
    ზოგი დიასახლისი „შქმერულში„ ხმელ სუნელს და წვრილად დაჭრილ ქინძსაც უმატებს, რაც ასევე დასაშვებია.
კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი