სამართალდამცველებმა თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ ნეფარიძე დააკავეს, – აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. მათივე განცხადებით, ზურაბ ნეფარიძე ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა, თუმცა სხვა დეტალებზე სუს-ში არ საუბრობენ. არსებული ინფორმაციით, ზურაბ ნეფარიძე სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული.

1992-1998 წლებში ზურაბ ნეფარიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სამძებრო და საგამოძიებო სამმართველოებში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა. ის არის ,,ადვოკატთა კორპორაციის’’ და საქართველოს ადვოკატთა ეროვნული ასოციაციის დამფუძნებელი.
ზურაბ ნეფარიძე იყო საადვოკატო ბიურო ,, ნეფარიძე და კომპანიას“ დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ნეფარიძე, საკრებულოს წევრობამდე, ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით იქნა გათავისუფლებული.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი