ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სამი თანამშრომელი, რომლებიც იერუსალიმში მოსალოცად მიდიოდნენ, ისრაელის საზღვარზე დააკავეს.

ინფორმაციას მუნიციპალიტეტში ადასტურებენ, თუმცა დაკავების მიზეზი უცნობია.

ინფორმაციის გასარკვევად “euronews.ge” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუკავშირდა. მათი განცხადებით. აღნიშნული შემთხვევა ისრაელში მოხდა. აღნიშნულ პირებს ისრაელში შესვლაზე უარი უთხრა ისრაელის მიგრაციის სამსახურმა. როგორც კონსულს ისრაელის შესაბამის სამსახურში განუცხადეს საქართველოს ოთხივე მოქალაქე გადაიყვანეს სადეპორტაციო ცენტრში და დღეს გამოემგზავრებიან სამშობლოში. რაც შეეხება სადეპორტაციო დაწესებულების პირობებს, როგორც ისრაელის მხარე აცხადებს იგი თანაბარია ყველასთვის და საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში გადამეტებული მოპყრობის ფაქტს ადგილი არ აქვს.

მიშკა ძიძიგური
კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი