ცნობილმა უფლებადამცველმა გიორგი თევზაძემ შინაგან საქმეთა მინისტრს წერილი გაუზავნა და ფაქტზე შესწავლა მოითხოვა:

,,საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ გიორგი გახარიას

ბატონო გიორგი,
მედია–საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის (გთხოვთ იხილოთ თანდართული ინფორმაცია ვებ–მისამართზე http://samegrelorm.ge/zugdidshi-megrulistvis-regionaluri-enis-statuss-itkhoven/ ) თანახმად ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში გაიმართა აქცია, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან, მეგრულისთვის რეგიონალური ენის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. პირთა ჯგუფი სტატუსის გარდა, სკოლებსა და ბაღებში მეგრული ენის სწავლებასა და ეკლესიებში ქადაგებას ამავე ენაზე ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მეგრული ენის გაქრობის საფრთხეს ხედავენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, შესასწავლია ხომ არ არის ეს ის მცირე ჯგუფი საქართველოს არაკეთილმოსურნე მესამე ძალის მიერ წაქეზებული, მხარდაჭერილი ან გამოყენებული, ვისაც საქართველოში დესტაბილიზაცია აძლევს ხელს… რაც თავისთავად ბუნებრივ კითხვებს ბადებს. თუმცა ნებისმიერმა არაკეთილმოსურნე მესამე ძალამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ერთერთ ძირძველ რეგიონში, სამეგრელოში, თუკი მართლაც ადგილი აქვს მათ მცდელობას, ადგილი ასეთი შეკრებებისა და გარკვეული მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის გზით, თავიანთი მიზნის მისაღწევად მათი მცდელობა ყოველთვის უშედეგო დასრულდება. სამეგრელოს კუთხის შვილები ერთ-ერთი ღირსეულ ქართველები და თავისი ქვეყნის უბადლო პატრიოტები არიან. ვერავინ ვერ შეძლებს მათ შეცდომაში შეყვანას და მათ გამოყენებას საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ნებისმიერი საბაბით.
ზემოაღნიშნულიდნ გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით, სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე შეისწავლოთ ზემოთმიებული ფაქტი და მოახდინოთ მასზე კანონშესაბამისი რეაგირება.

ასევე გთხოვთ, თქვენი რეაგირების შესახებ გვაცნობოთ წერილობით, რომელიც განსაჯაროვდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

პატივისცემით გიორგი თევზაძე _ ადამიანის უფლებათა დაცვისა და
პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე”.

 

კომენტარები
Загрузка...