ამ კითხვას პასუხობს ქართველი ემიგრანტი, საფრანგეთში მცხოვრები უფლებადამცველი- კოკა კვინიკაძე:

“ეს არის ქ.ალეპო 2012 წლამდე, სანამ ე.წ. “არაბული გაზაფხული” ნაყოფს მოისხავდა…ვისაც გაინტერესებთ ჩემი აზრი სირიის კონფლიქტზე, მოკლედ გადავხედოთ უახლეს ისტორიას:

სირიის კონფლიატი დაიწყო ე.წ. ,,არაბული გაზაფხულით” -2011 წელს და მას ფერადი რევოლუციების ციკლსაც მიაწერენ, რომელიც დასავლეთმა არაერთ ქვეყანაში განახორციელა (მათ შორის საქართველოშიც), ზოგან წარმატებით, ზოგან წარუმატებლად…სადაც რევოლუცია არ ჭრის და ინტერესი მაღალია, იქ იწყება ომი. ასე მოხდა კოსოვოში, ერაყში, ლიბიაში და სირიაშიც… ათასობით დაღუპული ბავშვი თუ ამოწყვეტილი ოჯახი… ეს ის ფაქტებია, რომელსაც ვერავინ გაექცევა და არ დაიწყოთ ეხლა დიქტატურები დაამხეს და მაგითაა ეს ომები გამართლებულიო, რადგან არაერთი დიქტატორული ქვეყანაა დღეს დასავლეთის მოკავშირე და მინც მშვიდად ცხოვრობს, რადგან დასავლეთის მოკავშირეა. აღარაფერს ვამბობ რა შედეგი მოიტანა ამ ომებმა და როგორ აირია მსოფლიო, როგორ გაიდგა ფესვები ტერორიზმმა სწორედ ამ დასავლეთის მიერ ხელისუფლებაშეცვლილ სახელმწიფოებში…

ხო, მართლა, არ გაინტერესებთ როგორ შეიქმნა და რა არის ასეთი ისლამური სახელმწიფო, მთელ მსოფლიოს რომ ვერ დაუმარცხებია? ნუთუ გჯერათ, რომ ასე, თავისით შეიქმნა და ვერ ამარცხებენ? ცოტაოდენი დაფიქრება სჭირდება მხოლოდ და ყველაფერი ნათელი გახდება.

ისევ სირიას დავუბრუნდები, სადაც პირდაპირი ბრძოლა მიდის ერთი მხრივ ასადის, რომელსაც მხარს რუსეთი უჭერს და მეორე მხრივ ასადის ოპოზიციის, რომლებიც, დასავლეთის მხარდაჭერით სარგებლობენ და გვერდიგვერდ იბრძვიან ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებთან ერთად..(სხვა პატარ-პატარა ჯგუფებს აღარ ჩამოვთვლი),რომლებიც ქალაქ ალეპოს აკონტროლებდნენ. ქალაქს, რომელსაც სირიის ეკონომიკურ არტერიას ეძახდნენ ერთ დროს. მას ერთობლივად აკონტროლებდნენ ასადის ოპოზიცია და ისლამური სახელმწიფოს ტერორისტები, ახლა კი მოხდა ამ ქალაქის ტერორისტებისგან გაწმენდა ასადის არმიის მიერ, რუსების დახმარებით..

რა თქმა უნდა, ამას მოჰყვა უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი, მათ შორის ბავშვების, რისი შემზარავი კადრებიც ყველამ ვიხილეთ. თუმცა საინტერესოა, ასეთ დროს დამნაშავე ვინაა, ტერორისტებისგან ვინც ათავისუფლებს ქალაქს, თუ ტერორისტები რომლებიც ქალაქს არ თმობენ და ყველაფერზე მიდიან?!

დასავლეთის ასეთი რეაქცია კი იმითაა გამოწვეული, რომ დასავლეთის მოკავშირე ასადის ოპოზიციას სამოქმედო არეალი აღარ დარჩა. ალეპოდან გაქცეულებმა ისლამურ-ტერორისტულ სახელმწიფოს შეაფარეს თავი(ამითაც ყველაფერია ნათქვამი). ნუ, რუსეთის ასე გაძლიერება და სირიის რუსეთისთვის დათმობა რას ნიშნავს დასავლეთისთვის, ეს ცალკე საკითხია. თავად ის, რომ რუსეთის გარეშე ისლამურ სახელმწიფოს ვერ დაამარცხებენ, ამაზე არაერთი მსოფლიო ლიდერი თუ ანალიტიკოსი უკვე ღიად საუბრობს.

აი, ეს არის მოკლედ, რატომ გააცეცხლა დასავლეთი ალეპოს ტერორისტებისგან გაწმენდის ოპერაციამ? ამ ფაქტზე თავად რომ ვერაფერს ამბობს, გარდაცვლილი ბავშვების კადრებით გვაჩვენებს, როგორ არაჰუმანურად გაათავისუფლა ასადმა რუსეთისა და ირანის მხარდაჭერით ალეპო ტერორისტებისგან.

P.S ყველაზე საშინელება უდანაშაულო ხალხის სიკვდილია. ბავშვების, რომლებსაც არაფერი დაუშავებით და სულ რაღაც 4-5 წლის წინ, მშვიდად ცხოვრობდნენ თავიანთ ლამაზ ქალაქში.” 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი