კომპანია Apple ასუსტებს იმ iPhone-ების პროდუქტიულობას, რომლებსაც ძველი აკუმულატორი აქვთ. კომპანიის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ სმარტფონებში გათვალისწინებულია ჩიპის სიხშირის შემცირების ფუნქცია, რათა თავიდან აიცილონ მოწყობილობის გაუთვალისწინებელი გათიშვა.

ლოს-ანჯელესში Apple-ს უკვე უჩივლეს და მისგან კომპენსაციას ითხოვენ. iPhone 7-ის მფლობელის შტეფან ბოგანოვიჩის თქმით, ძველი აიფონების პროდუქტიულობა მცირდება კორპორაციის სასარგებლოდ, რათა მომხმარებლები აიძულონ შეიძინონ ახალი. “ეს ფუნქცია კლიენტებისგან ფარულად შეიყვანეს”, – განაცხადა მომჩივანმა.

კომპანიას კალიფორნიის შტატის სასამარლოს გარდა უჩივიან კოლორადოში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ინდიანასა და ოჰაიოში.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი