ლონდონის პოლიციამ Grenfell Tower-ის ხანძრის საქმეს მასობრივი მკვლელობის კვალიფიკაცია მიანიჭა. ხანძრის საბოლოო მიზეზად სამართალდამცველები ძველი მაცივრის გაუმართავ სისტემას ასახელებენ.

აღნიშნული ვერსია თვითმხილველების ინტერვიუებში არაერთხელ დასახელდა, თუმცა სამართალდამცველებს აქამდე არ დაუდასტურებიათ. მაცივარი მეოთხე სართულზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში აფეთქდა, რის შემდეგაც ცეცხლი მთელ საცხოვრებელ კორპუსს მოედო. ასევე ცნობილია, რომ შენობაში ხანძრის საწინააღმდეგო სისტემა არ მუშაობდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

ლონდონის დასავლეთ ნაწილში, კენსიგტონში მდებარე 24-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს 79 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცხედრების იდენტიფიცირება დღესაც მიმდინარეობს.

ხანძრის შემდეგ კენსიგტონის გამგებელმა თანამდებობა დატოვა.

ლონდონში Grenfell Tower-ის ტიპის 600-მდე შენობაში მონიტორინგი მიმდინარეობს. მსგავსი ტრაგედიის პრენეციის მიზნით, სამართალდამცველები ხანძრის საწინააღმდეგო სისტემებს ამოწმებენ. კენსინგტონში მდებარე Grenfell Tower, სადაც 127 ბინა იყო განლაგებული, 1974 წელს აშენდა.

1tv.ge

კომენტარები
Загрузка...