Home ახალი დამატებული ,,რამდენი ადამიანი დარჩა უსახლკაროდ, რამდენს დაუნგრია ცხოვრება ამ ნაბოზარმა“

,,რამდენი ადამიანი დარჩა უსახლკაროდ, რამდენს დაუნგრია ცხოვრება ამ ნაბოზარმა“

22 second read
0
24

ფეისბუქით ვრცელდება ვახტანგ რჩეულიშვილის განცხადება, სადაც ის საზოგადოებას სთხოვს, დაეხმაროს მეუღლის, მაია რჩეულიშვილის გადარჩენაში: 

,,ერთად გადავარჩინოთ მაია რჩეულიშვილი სიკვდილს!
მე 63 წლის ვხდები და მაიასავით პატიოსანი ადამიანი ცხოვრებაში არ შემხვედრია. ან ყველა ადამიანის ასეთი მოსიყვარულე და დამხმარე. დღეს კი ამისათვის კლავენ- მისი პატიმრობაში აყვანა, თან შვილთან ერთად, იგივე სასიკვდილო განაჩენია, უბრალოდ შენიღბული. 58 წლის ქალი 46 კილო დარჩა, მძიმე ავადმყოფია. ვისაც ეს უხარია, მათ არ მივმართავ- ვიცი რომ ასეთებიც არიან და ამ რამოდენიმე ათეული ადამიანის გულის მოსაგებად გაწირეს მაიაც და ათასობით მისი კლიენტი, რომელთა ქონება მაიამ გადაარჩინა და დღეს იძარცვება 300 კაცმა -ბაკურიანის ყველა მაცხოვრებელმა პროკურატურას სთხოვა ყადაღის მოხსნა ინვესტორებისათვის, რომლებიც მხოლოდ ამას ელოდებიან ობიექტის დასამთავრებლად და პროკურატურამ უარი უთხრა.

    ინვესტორებს აფრთხობენ, კლიენტებს აშანტაჟებენ, მოსამართლეზე (ბრალდებულებზე რომ არაფერი ვთქვათ) ზეგავლენას ახდენენ და ა.შ.დროა ბოლო მოეღოს ამ წამებას და თუ ხალხის ბედი აღელვებს პროკურატურას,, უნდა ითანამშრომლონ მაიასთან, რომელიც 5 თვეა ციხეშია და სერიოზული საუბარი კომპანიის მომავალზე ჯერაც არ შემდგარა.თუმცა კომპანიის ქონება გაძარცვის შემდეგაც კი საკმარისია მობინადრეების წინაშე ყველა დავალიანების ჩასახურავად. ძალიან გთხოვთ ყველას, ამოიღეთ ხმა მაიას გადასარჩენად! ბოლოს და ბოლოს გასცეს პროკურატურამ პასუხი კითხვაზე: რატომ არ იძიებს 3 წელზე მეტია მაიას 100-ზე მეტ საჩივარს , როგორ გაძარცვეს კომპანია და ათეულობით მილიონი დოლარი როგორ მიითვისეს ჩინოვნიკებმა! თავად თელავის ინტურისტი 1 ლარად გაყიდეს, მაიას კი ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვაში ედავებიან, რაც დეველოპერის პროფესიაა! მაია კი ამისათვის ციხეში კვდება!
ასეთ დღეში ცხოვრობდა ხალხის ქონების გადასარჩენად ბოლო 8 წელია და ესეც ეცოტავად, მის სიკვდილს ნატრულობენ! დღეს მაია 46 კილო დარჩა!“ 

ამის შემდეგ, ცოტნე გამსახურდიამ სოციალურ ქსელში მაია რჩეულიშვილთან დაკავშირებით პოსტი გაავრცელა:

,,5 სასახლე და 7 აგარაკი რომ აიშენა სხვისგან მითვისებული ფულით, მაშინ არ აწუხებდა ჯანმრთელობა… რამდენი ადამიანი დარჩა უსახლკაროდ, რამდენი გადაყვა ნერვიულობას, რამდენს დაუნგრია ოჯახი და ცხოვრება ამ ნაბოზარმა და ამის ჯიშმოტყნულმა ოჯახმა, ეს არ გვახსოვს?!სამოქალაქო საავადმყოფოში არა, სანატორიუმში გადაიყვანეთ სარეაბილიტაციოდ კიდევ…”

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *