გუშინ დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის დაგეგმილი სატელეფონო საუბარი შედგა. დონალდ ტრამპის უნაუგურაციის შემდეგ პრეზდენტებს შორის ეს იყო პირველი სატელეფონო ზარი იყო.

რუსული მედიის ინფორმაციით, პრეზიდნტებმა სხვადასხვ აქტუალური საკითხი განიხილეს, მათ შორის, საერთაშორისო და ორ ქვეყანს შორის არსებული ურთიერთობები.

BBC-ის ინფორმაციით, ორივე მხარემ გამოხატა საერთაშორისო ტერორიზმთთა,  “ისლამურ სახელმწიფოსთან” და სირიაში არსებულ სხვა ტერორისტულ ჯგუფებთან ბრძოლის მზადყოფნა.

თეთრი სახლში აცხადებენ, რომ აღნიშნული საუბარი იყო მნიშვნელოვანი დასაწყისი ურთიერთობების გაუმჯობესების გზაზე. მათივე ინფორმაციით, საუბრის დროს ორი ქვეყნის ლიდერებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ტერორიზმთან ბრძლა; ახლო აღმოასვლეთი და ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი; სტრატეგიული სტაბილურობის, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა და ირანის ბირთვული პროგრამა; ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა და სიტუაცია უკრაინაში.

primetime.ge

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი