იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის, მატეო სალვინის მშობლების სახლი 5-მა ქართველმა გაქურდა. აღნიშნულ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტალიური გამოცემის – Corriere della Sera-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მინისტრის მშობლების სახლი 14-15 აგვისტოს ღამით გაქურდეს.

ქურდობაში ბრალდებული ქართველები 27 აგვისტოს დააკავეს, როდესაც ისინი მილანის დატოვებას გეგმავდნენ. პოლიციელებმა მოპარული ნივთების ნაწილი იპოვეს, თუმცა მათი თქმით, ნაქურდალის უმეტესობა ბრალდებულებმა, სავარაუდოდ, იტალიიდან უკვე გაიტანეს.

წყარო

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი