All for Joomla All for Webmasters
მთავარი მსოფლიო პუტინი არ გამორიცხავს რუსი ჰაკერების ამერიკის არჩევნებში ჩარევას

პუტინი არ გამორიცხავს რუსი ჰაკერების ამერიკის არჩევნებში ჩარევას

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი სახელმწიფო დონეზე არ არის დაკავებული ჰაკერული თავდასხმებით, პირიქით, ის ცდილობს მათ ებრძოლოს, თუმცა პუტინი 2016 წლის არჩევნებში ჰაკერების დამოუკიდებლად ჩარებას არ გამორიცხავს.

ამის შესახებ ვლადიმერ პუტინიმა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოებთან შეხვედრისას განაცხადა.
პუტინი მიიჩვნევს, რომ ჰაკერებს არ შეუძლიათ საარჩევნო კამპანიაზე რაიმე სახის გავლენა მოახდინონ.
“ვარ დარწმუნებული, რომ ჰაკერებს არ შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ სხვა ქვეყნის საარჩევნო კამპანიაზე. ჰაკერები თავისუფალი ადამიანები არიან. ისინი იღვიძებენ, კითხულობენ, რომ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში რაღაც მოხდა და თუ პატრიოტულად არიან განწყობილნი, იწყებენ საკუთარი წვლილის შეტანას იმაში, რასაც მართებულად მიიჩნევენ მათთან ბრძოლაში, ვინც ცუდად მოიხსენიებს რუსეთს. არც ის არის გამორიცხული, რომ ვიღაც სპეციალურად აწყობს თავდასხმების ჯაჭვს ისე, რომ ამის წყაროდ რუსეთის ტერიტორია მოინიშნოს”, – – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი