მეგი გოცირიძე, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი:

_ იცით რას გეტყვით?!
7 ნოემბერი იყო იმ დროინდელი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან განხორციელებული 
პროვოკაციული ქმედება, რომელმაც უსერიოზულესი ზიანი მიაყენა პირველ რიგში იმ ხელისუფლებას, რომელიც იმ დროს მართავდა . 
სწორედ ამ ძალიან ცუდ ფაქტს მოჰყვა ის, რომ პირადად 
მიხეილ სააკაშვილმა აიღო ყველას ნაცვლად პოლიტიკური 
პასუხისმგებლობა , პრეზიდენტობიდან გადადგა და 2008
წლის 5 იანვარს დანიშნა ახალი , ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც მართალია არცთუ ისე დიდი უპირატესობით, მაგრამ მოიგო სააკაშვილმა და სწორედ ამავე წელს დაგვესხა რუსეთი თავს……..
დღევანდელი კრიმინალური და კოლაბორაციონისტული
ხელისუფლება უკვე 11 წელია ამ ძალიან არასასიამოვნო ფაქტს ყოველდღიურად გვახსენებს , სააკაშვილის გვეშინია, რომ იგივეს გაგვიკეთებსო და სააკაშვილის მხრიდან თავდასხმას უწოდებენ ამ დარბევას მაშინ, როცა ბოლო 200 წელიწადში რვაჯერ დაესხა კრემლი, ათიათასობით საჯიშე ბიჭი ამოუწყვიტა , გადაუწვა სახლ-კარი, საკუთარ მიწა-წყალზე დევნილებად აქცია ასიათასობით ჩვენი სისხლი და ხორცი , ტერიტორიების 20%-ზე მეტი წაართვა და მაინც პუტინის არ ეშინიათ, მის რეზიდენტს პრეზიდენტად გვტენიან და სააკაშვილის ნაცმოძრაობის ეშინიათ, რომლის ყოფილი ჯალათებიც საკუთარ რიგებში ჰყავთ პირველ ადგილებზე გამოჭიმულები!

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი