მსოფლიო

პუტინისა და ტრამპის რამდენიმეწამიანი შეხვედრა (ვიდეო)

საერთაშორისო მედიის დიდი მოლოდინის მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების ოფიციალური შეხვედრა ვიეტნამში არ შედგა. თუმცა ორი ქვეყნის პრეზიდენტი ერთმანეთს მცირე ხნით მაინც გაესაუბრა. პუტინისა და ტრამპის რამდენიმეწამიანი შეხვედრა მედიის ყურადღების მიღმა არ დარჩენია და ამ შეხვედრის ვიდეოსაც დიდი გამოხმაურება მოყვა, თუმცა რა უთხრეს ერთმანეთს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა, უცნობია.

დონალდ ტრამპის აზიური ტურნე გრძელდება. იგი იაპონიის, სამხრეთ კორეის, ჩინეთისა და ვიეტნამის შემდეგ ფილიპინებზე გაემგზავრა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ფილიპინელი მემარცხენე აქტივისტები საპროტესტო აქციით დახვდნენ. ისინი დონალდ ტრამპის პოლიტიკას აპროტესტებენ.

მანამდე ტრამპი ვიეტნამში გამართულ აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს დაესწრო.

ტრამპის აზიური ტურნე 12-დღიანია. ბოლო 25 წლის განმავლობაში ამერიკის არცერთ პრეზიდენტს ასეთი ხანგძლივობის ტურნე აღნიშნულ რეგიონში არ გაუმართავს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close