უფლებადამცველი, ნიკა მემანიშვილი აცხადებს, რომ მთავრობის მეთაურისაგან საზოგადოებამ  მოისმინა მორიგი პოპულისტური განცხადება პროსტიტუციის კერებთან დაკავშირებით.

“ეს არის იაფასიანი ქმედება, ერთჯერადი პროპაგანდისტული შეფასება, რომელსაც არ მოყვება შესატყვისი რეაგირება. ასეთი ინიციატივები მიზნად ისახავს მხოლოდ ყურადღების გადატანას სხვა უამრავი პრობლემიდან და რეალურად საზოგადოების თვალში ნაცრის შეყრას. სიმართლე ის გახლავთ, რომ პროსტიტუციის კერებს მფარველობენ გარკვეული მაღალჩინოსნები, ამ მფარველობის სანაცვლოდ მილიონებს იდებენ ჯიბეში.

ასე, რომ ამ სისტემას არა ფუჭი განცხადებების კეთება, არამედ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა უნდა, რომელიც რეალურად მოაგვარებს აღნიშნულ პრობლემას.

სამწუხაროდ, ეს მორიგი პიარ განცხადებაა. ამ განცხადებით ეცადნენ გადაეფარათ გაზპრომთან გაფორმებული მოღალატეობრივი ხელშეკრულება. მხოლოდ პრემიერის მიერ მითითებულ ადგილზე არ არის მსგავსი მდგომარეობა, ჩვენი დედაქალაქის ცენტრში მრავალი ასეთ დაწესებულებაა, სადაც არასრულწლოვან გოგო–ბიჭებს აიძულებენ ჩაერთონ პროსტიტუციაში. რამდენიმე თვის წინ გავმართეთ აქცია, სადაც გავაჟღერეთ მოსახლეობის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, სამწუხაროდ არც ტელევიზიებს და არც ოფიციალურ უწყებებს ინფორმაციის გადამოწმებაც კი არ უცდიათ. ეხლა, როდესაც პრემიერმა გააკეთა განცხადება, სამი დღე ეკრანებიდან არ ჩამოვა ეს თემა. მე ღრმად მწამს, რომ როგორც თავში ვთქვი, ეს ეგრედწოდებული ,,შემოგდებული თემაა”, რომლის მთვარი მიზანიც ყურადღების გადატანის მცდელობაა უამრავი პრობლემიდან. ისეთივე, როგორიც მაგალითად სუსისგან დაფინანსებულ–მართული “გირჩი”-ს მიერ მარიხუანის დეკრიმინალიზაციის თემაა. აღდგომა და ხვალეო, თავად ნახავთ, რომ ასე იქნება.  კიდევ ერთელ ვიმეორებ, კონკრეტული კლანები და მაღალჩინოსნები მფარველობენ ამ ბიზნესს”, _ აცხადებს მემანიშვილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი