პოლიტიკა

პროკურატურა: სააკაშვილის ექსტრადირებაზე უკრაინას 2015 წელს მივმართეთ

საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა უკრაინაში 2015 წელს გააგზავნეს. უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე კი გამოქვეყნებულია ოფიციალური განცხადება, რომლის მიხედვითაც საქართველომ უკრაინას სააკაშვილის გარდა ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირების თხოვნითაც მიმართა.

“ვინაიდან მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს საქართველოში წაყენებული აქვთ ბრალდებები და მათ მიმართ გამოცხადებულია ძებნა, ამასთან, ადეიშვილი იძებნება წითელი ცირკულარით, და ასევე, ვინაიდან მოპოვებული ინფორმაციით ხსენებული პირები იმყოფებიან უკრაინაში, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკრაინის გენერალურ პროკურატურას მიმართა ხსენებულ პირთა დადგენა-დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობებით. მიუხედავად ქვეყნებს შორის ექსტრადიციის სფეროში არსებული ზემოთ დასახელებული ვალდებულებებისა, უკრაინის მხარეს მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საქართველოში ექსტრადიციის საკითხზე საქართველოს მთავარ პროკურატურასთან არ უთანამშრომლია და უარს აცხადებს ძებნილი პირების ექსტრადირებაზე”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ 2015 წლის განცხადებაში.

საქართველოში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხს გამოეხმაურა. პოროშენკოს განცხადებით, საქართველოდან სააკაშვილის ექსტრადურების მოთხოვნა არ მიუღიათ.

იმედი ნიუსი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close