თვალები რომ დახუჭოთ და იდეალური, თუნდაც რომატიული საუზმე რომ წარმოიდგინოთ, როგორი იქნებოდა: ახლადგამოწურული ფორთოხლის ფრეში და არომატული შავი ყავა თქვენი საუზმის ლანგარზე სავალდებულო წესით იქნებოდა მოთავსებული.

აი, ნუტრიციოლოგები კი ამბობენ, რომ არც ფორთოხალი და არც ყავა უზმოზე არ უნდა მივირთვათ. რატომ? ამას ქვემოთ მოგახსენებთ, სხვა, უზმოზე მისართმევად აკრძალულ პროდუქტებთან ერთად. სწრაფი საუზმე – სწრაფად ხსნადი ფაფები და ფანტელები (ე.წ. ხლოპიები), მათი მომზადების პრაქტიკულობის მიუხედავად, სჯობს უფრო ჯანსაღი პროდუქტებით ჩაანაცვლოთ: ისინი დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავენ, ამდენად სისხლში შაქრის დონეს უცებ სწევენ მაღლა, რასაც მისი შესაბამისი სწრაფი დაბლა დაწევა და ძლიერი შიმშილის გრძნობა მოყვება.

ყავა – რაოდენ წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს დილა უზმოდ მირთმეული ფინჯანი შავი ყავის გარეშე, სწორედ ამას გვირჩევენ ექიმები. მათი მტკიცებით, ყავა მხოლოდ საუზმის შემდეგ შეგვიძლია დავლიოთ. როგორც ირკვევა, კოფეინი კუჭის წვენის გამოყოფას აძლიერებს, ეს უკანასკნელი კი კუჭში საჭმლის არარსებობისას კუჭის ლორწოვან გარსს აზიანებს და შესაძლოა, გასტრიტი გამოიწვიოს.

ცივი და გაზიანი სასმელი – ასეთი სასმელები კუჭის ლორწოვან გარსს აღიზიანებენ და კუჭის სისხლძარღვებს ავიწროვებენ, რითიც ადგილობრივად სისხლის მიმოქცევა უარესდება და საჭმლის მონელება ძნელდება. ამიტომაც, დილით წყურვილის გრძნობით თუ გაგიღვიძებათ, სჯობს, არჩევანი ჩვეულებრივ წყალზე შეაჩეროთ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი