საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ინფექციურ კლინიკასთან ექიმების საპროტესტო აქციაზე მივიდა. ამის შეესახებ ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომლები მათთვის შენობის უმოკლეს ვადაში აშენებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
აქციის მინაწილეების განცხადებით, სახელმწიფომ შენობა-ნაგებობები დანაშაულებრივი გარიგებით ნახევარ ფასად მიჰყიდა შპს “ავერსი-ფარმას”. “ავერსის” დირექტორი პაატა კურტანიძის განცხადებით, ბრალდებები მის მიმართ უსაფუძვლოა.
აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა დღეს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ოფიციალურად უნდა გახსნას. აქციაზე მისული თანამშრომლები მათი პრობლემების შესახებ პრემიერის საქმის კურსში ჩაყენებას გეგმავენ. გიორგი კვირიკაშვილი უკვე ადგილზე იმყოფება და აქციის მონაწილეების პრობლემების შესახებ ისმენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი