პოლიტიკა

პრემიერ მინისტრი, არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, სპეციალურ მიმართვას ავრცელებს

12 ნოემბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, რომელიც 6 საარჩევნო ოლქში გაიმართება, საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.

“მიუხედავად იმისა, რომ იყო მცდელობები, რიგ ოპონენტებს შეცდომაში შეეყვანათ საზოგადოება, თითქოს სარგებლობენ “ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამომრჩეველმა ნათლად დაინახა ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი კანდიდატების მიმართ.

პარტია ,,ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ არჩევნების მეორე ტურში, ექვსივე ოლქში ღირსეული კანდიდატები ჰყავს წარდგენილი: ქუთაისში – გიორგი ჭიღვარია, ყაზბეგში – ალექსანდრე ზაგაშვილი, ხაშურში – გიორგი გურასპაშვილი, ბორჯომში – ლევან ლიპარტია, ოზურგეთში – ბეგლარ სიორიძე, მარტვილში – ალექსანდრე გრიგალავა და ჩვენ მათ გამარჯვებაში აბსოლუტურად დარწმუნებულნი ვართ“- ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close