პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამ ეტაპზე მიწის უცხოელზე მიყიდვის აკრძალვაში შინაარსს ვერ ხედავს.

” “მიწა არ გაიყიდება” დაახლოებით ისე ჟღერს, როგორც “იყიდება საქართველო”. მიწის გაყიდვას ხელს მეც არ მოვაწერ, მაგრამ მიწის არგაყიდვა კი არ არის მნიშავნელოვანი, არამედ ის, რა შესაძლებლობას მომცემ, რომ მიწა ავითვისო. ჯერ მაჩვენე სქემა, რომლითაც უცხოელსაც დააინტერესებ, ქართველსაც დააინტერესებ, ბანკსაც დააინტერესებ, რომ რეგიონში ფული წაიღოს და მიწის ნაგლეჯებისგან რაღაც გააკეთოს. ამ ეტაპზე ამ აკრძალვაში შინაარსს ვერ ვხედავ. ჩამოდი და ნახე, როგორი რთულია მიწის მოვლა. ჩამოდი და ნახე, როგორ ვცხოვრობ, როგორი რთულია. მე კიტრი და პომიდორი მომყავს. მე და ლუკაშენკომ ერთად დავრგეთ, გაჭირვების გამო არა, მაგრამ ხალხს უჭირს. მაჩვენე, ხალხს რანაირად შველი და მერე დალიე საქართველოს სადღეგრძელო”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა (ტელეკომპანია “პირველი”).

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი