ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. ლეიბორისტების ლიდერი აღნიშნულ კომენტარში პასუხს სცემს თბილისის მერს, კახი კალაძესაც.

შალვა ნათელაშვილი:

_ ქართველებისათვის თვით ყველაზე მოსისხლე მტრებსაც კი არ დაუბრალებიათ სიძუნწე, ქონების დამალვა, პირიქით ჩვენს ხალხს თუ რამ გააჩნია იმასაც გაათმაგებს და ქვეყანას შეყრის, და აი, არჩეული პრეზიდენტი და დედაქალაქის ასევე არჩეული მერი ერთ ხმაში ამტკიცებენ, რომ უამრავი ოქრო-ვერცხლი გადაგვინახია, ხოლო მსოფლიოს აფერისტულად ვაცოდებთ თავს. უდავოა, ივანიშვილის ოცნება ჩვენი აფრიკულ სიღატაკემდე მიყვანაა. რა მორალის კითხვაზე შეიძლება ამის შემდეგ საუბარი. მათი ერთადერთი წამალი ეროვნული სხეულიდან მეტასტაზასავით ამოკვეთაა,იმედია ასეც მოხდება. P.S—აგერ მეორე ფსალმუნიც- news.coa.ge

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი