ვახტანგ მაისაია, პროფესორი, სამხედრო ექსპერტი:

_ ამ ბოლო პერიოდში, საქართველო გადაიქცა ძალიან საინტერესო სახის პოლიტიკურ სისტემად, რომელიც კარგად მოერგება ერთ-ერთი პოლიტიკური ზღაპრის, ,,ბურატინოს თავგადასვლის” ერთ-ერთ საინტერესო მოდელს, რომელიც თანამედროვე ქართულ რეალობაში რეჟისორმა ვარსემაშვილმა ძალიან ოსტატურად მოარგო, ტერმინით – “იდეოკრატია”. აღნიშნული პასაჟი გასაგებია, როცა საქმე ეხება პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც გარკვეული სახით დასაშვებია და შესაძლებელია მისაღებიც კი იყო. მით უფრო ტრანზიციის პირობების სახელმწიფოში. როდესაც ეს ეხება საგანმანათლებლო სისტემას, მაშინ ეს არის კატასტროფა.

 ასეთ ერთ-ერთ თვალსაჩინო “მარგალიტად” უნდა ჩაითვალოს ერთიანი ეროვნული გამოცდის ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო თემა: “ტერორიზმი არის რთული სოციალური თუ პოლიტიკური პრობლემების გადაჭრის უკიდურესი საშუალება”, რომელიც აშკარად ეტყობა შედგენილია საბჭოური ტერმინი ,,ხალტურის” კუთხით, ან შედგენილია ისეთი სუბიექტის მიერ, რომელსაც მწყრალად აქვს საქმე განათლებასთან.

 საერთოდ, არსებობს ტერორიმზის რამოდენიმე განმარტება, რომელიც უკვე ადაპტირებულია და აპლომბირებულია აკადემიურ და სამეცნიერო წრეებში და ლიტერატურულ წყაროებში. მოგიყვანთ მხოლოდ ორ მათგანს:
1) ტერორიზმი – წარმოადგენს მოტივირებულ ძალადობას, რომელსაც აქვს პოლიტიკური მიზნები (ბორის კროზე)
2) ტერორიზმი – წინასწარ დაგეგმილი, პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობრივი ქმედება განხორციელებული სუბეროვნული ჯგუფების ან საიდუმლო აგენტების მიერ აკაკომბატანტ პირების წინააღმდეგ, მათზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით (აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი).
აღნიშნული ორივე დეფინიციიდან იკვეთება, რომ ტერორიმზი არის ძალადობის აქტი, რომელსაც გააჩნია პოლიტიკური სარჩული და რამდენად შეიძლება ძალადობა იყოს ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის გზა, აღნიშნული თქვენთვის მიმინდვია. თანაც, აღნიშნული პასაჟი არღვევს ორგანულ კანონს “დისკრიმინაციის” შეახებ, ისევე, როგორც ქვეყნის კონსტიტუციის პრინციპებს. ხოლო უშუალოდ უსაფრთხოების კვლევების მიხედვით, რადგან აღნიშნული ფაქტი დაფიქსირდა სახელმწიფო უწყებაში, შეიძლება მას მიეყენოს აი ეს ტერინი: “ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორობა – სახელმწიფოს მხრიდან პასიური მხარდაჭერის გამოხატვა ტერორისტების მიმართ”. დაახლოებით ამგვარი ფორმულირება შეიძლება მოეძებნოს ამ ფაქტის შეფასებას და ეს სერიოზული საკითხია, რადგანაც ამით ტერორიზმის პასიური მხარდაჭერის დაფიქსირება აშკარაა და მისი არამოტივირებული წახალისება და პროპაგანდირება. დანარჩენი თქვენ თვითონ შეაფასეთ და კიდევ უფრო მეტად გაანალიზეთ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი