,, სააკაშვილის რეჟიმმა 100-ზე მეტი ადვოკატი ჩასვა ციხეში სრულიად უსაფუძვლო ბრალდებებით. მაშინდელმა ხელისუფლებამ ერთ ფანჯარაში მოაქცია ციხეც, პროკურორიც, ადვოკატიც და მოსამართლეც.

ჩვენ ვცხოვრობდით პოლიციურ რეჟიმში, ყველამ ვიცოდით, რომ მიმდინარეობდა ჩვენი საუბრების ტოტალური მოსმენა და ფარული ჩაწერა. ჩვენი და ჩვენი ოჯახების უსაფრთხოებას ყოველ დღე ემუქრებოდა საფრთხე. ხომ წარმოგიდგენიათ, იმ დონემდე მივედით, რომ არ გამოვლენილიყო ჩვენი მოკავშირეობა და ერთობლივი გეგმები, მე და დათო ასათიანს ერთმანეთზე ნეგატიური მოსაზრებების გავრცელებაც კი გვიხდებოდა სხვადასხვა წრეებში. ჩვენი, ამ ვითომ დაპირისპირებით გვინდოდა, ხელისუფლებისთვის გზა-კვალი აგვებნია” _ იხსენებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, რომელსაც უფლებამოსილების ვადა რამდენიმე კვირაში ეწურება. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი კი სწორედ დავით ასათიანია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი