პოლონეთში ქართველი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გ.ბ. – ს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. სავარაუდო ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქეა.

მხარეებს შორის დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გარდაცვლილი ზუგდიდის მკვიდრია. ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი პოლონეთში სამუშაოდ რამდენიმე დღის წინ ჩავიდა. მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულია პოლონეთში საქართველოს საელჩოც.

მიხეილ ძიძიგური

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი