შინაგან საქმეთა მინისტრი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრილ პოლიციელს გამოჩენილი სიმამაცისთვის მედალს გადასცემს. ღამის კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს, პოლიციელ თამაზ საველიევს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა იქ მყოფი
ადამიანები და დღეს მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, შინაგან საქმეთა მინისტრი გამოჩენილი სიმამაცისთვის მედალს გადასცემს. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ძალადობის ყველა ფაქტზე მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას, განურჩევლად იმისა, ვინ არის ბრალდებული პირი. კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე, არ დაუშვებს პოლიციელებზე თავდამსხმელის დაუსჯელობას. პოლიციელის ღირსება და მუნდირი უკომპრომისოდ იქნება დაცული _ აცხადებს შს სამინისტრო.

კლუბ “ბასიანის” დაცვის უფროსის ზვიად მესხის მეუღლე ქეთი კალანდარიშვილი კი “ფეისბუქზე” ასეთ პოსტს აქვეყნებს:

“ამ გამწარებულ გულზე ერთი სიმღერა მახსენდება, “მთავარია გქონდეს ფული, რომ არ იყო დაჩაგრული” და თუ ფული თავზე საყრელად გაქვს, შეგიძლია ადამიანიც გაწირო. ხუთი შვილის მამა და კიდევ ორი ადამიანი მხოლოდ იმისთვის დაჭრა სასიკვდილოს, რომ შენს გართობას ვიღაცამ ხელი შეუშალა…

ეს ჩემი მეუღლეა, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს და მადლობა ღმერთს. თუმცა პოტენციური მკვლელი თბილისის ქუჩებში ისევ მშვიდად დადის, რადგან 30 000 გადაიხადა და გაათავისუფლეს. სამი დღეა ჩუმად ვარ და ამის შესახებ არაფერი მითქვამს, რადგან იმედი მქონდა სამართალდამცველებისა და მთავრობის, თუმცა ეხლა ძალიან დაუცველად ვგრძნობ თავს” – წერს კალანდარიშვილი.

 ცნობისთვის, კლუბ “ბასიანში” დაცვის უფროსი ზვიად მესხი, ასევე დაცვის ერთი თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე 13 იანვარს დაჭრეს. როგორც ცნობილია, 27 წლის ახალგაზრდამ სამივე პირს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, 3 პირის დაჭრაში ბრალდებული 27 წლის ახალგაზრდა თამაზ ქვლივიძეა. იგი საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ უკვე გაათავისუფლა. თამაზ ქვლივიძე ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილია.

” – ამბობს მესხის ახლობელი.
ცნობისთვის, კლუბ “ბასიანში” დაცვის ორი თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე 13 იანვარს დაჭრეს. როგორც ცნობილია, 27 წლის ახალგაზრდამ სამივე პირს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა. დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დანაშაულში ბრალდებული პოლიციამ მალევე დააკავა.
  აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით “ფეისბუქზე” პოსტი გამოაქვეყნა კლუბ “ბასიანის” დამფუძნებელმა ნაჯა ორაშვილმა. მისი ინფორმაციით, ახალგაზრდამ დაცვის წევრები და პოლიციის თანამშრომელი იმის გამო დაჭრა, რომ მას კლუბში შესვლაზე უარი უთხრეს.
კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი