საზოგადოებასამართალი და კრიმინალი

პოლიციამ რუსთაველის გამზირზე 15-მდე ადამიანი დააკავა

ჯონდი ბაღათურია, პოლიტიკოსი:

_ გთხოვთ გაავრცელოთ:

ამ წუთებში მაცნობეს, რომ პოლიციამ 15-მდე კაცი დააკავა, მათ შორის არიან გურამ ფალავანდიშვილი და გია კორკოტაშვილი. 

დაკავების მიზეზი არის უკიდურესად სულელური, პარლამენტთან დგომა .

როგორც ჩანს, რაღაც აქცია იგეგმება კანცელარიასთან. 

P.S. ანუ, როცა მთავრობა აცხადებს, რომ ადამიანური სახე ვაჩვენეთო, აქცია რომ არ დავარბიოთო, ეს აღმოჩნდა კიდევ ერთი ტყუილი. 

სინამდვილეში, ბევრი ხალხი რომ იყო და კიდევ მეტი რომ გამოცვივდებოდა, ამის შეეშინდათ და იმიტომ არ დაარბიეს.  ახლა ცოტანი ნახეს და უმიზეზოდ დააკავეს.

არავის შეეშინდეს. 
მაგათ, რა თქმა უნდა, მალე გამოვიყვანთ, მე უბრალოდ მთავრობის ქცევაზე მიგანიშნეთ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close