პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ცესკო-ს დაკომპლექტების ახალ რეგულაციებს იხილავს, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შემდეგ, ცესკო-ში კომისიის წევრს დანიშნავს მხოლოდ ის პარტია, რომელსაც პარლამენტში თავისი ფრაქცია ეყოლება.

ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ეს ცვლილებები ნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციურმა პარტიამ რომც გაიმარჯვოს და დაფინანსება მიიღოს, მას კომისიაში წევრი მაინც არ ეყოლება.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განცხადება გააკეთა და ყველა პარტიას პრობლემის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა.

“ეს ნიშნავს ოპოზიციური პარტიების სრულ განადგურებას. ქვეყანაში არსებობს საკითხები, რომელთა გადაწყვეტას მაღალი პოლიტიკური კონსესუსი სჭირდება. „ქართულ ოცნება“ ყველაფერს აკეთბს იმისათვის, რომ ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით შეუძლებელი იყოს. გაკონტროლებული ცესკო ნიშნავს არჩევნების სერიოზული გაყალბებისათვის მზადებას, პარტიებს და ხალხს ცესკო-დან ამბის გამომტანიც აღარ გვეყოლება“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი